FM97.5 / LIVE

სოფელ ბოლაჯურთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

მთავარისიახლე, სამართალი 14.06.2018
დღეს, 14 ივნისს ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან ტრაილერი ‘მოტო ბლოკს’ დაეჯახა, რომლის მისაბმელზეც ოთხი ადამიანი იჯდა. მათ შორის ორი ბავშვი.

სოფელ ბოლაჯურთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ადიგენში, დაახლოებით, 17:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაშავებულები ოჯახის წევრები არიან და სოფელ ბოლაჯურში ცხოვრობენ: "ბიჭი მეექვსე, გოგო მერვე კლასელია. როგორც დავინახე მამას და ბიჭს თავზე ჭრილობები ჰქონდათ, თუმცა ორივე გონზე იყო".

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ორი დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ორი კი ადიგენის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ადიგენის სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ კლინიკაში 13 წლის გოგონა და დედა შეიყვანეს, მათ დაჟეჟილობები აღენიშნებათ და გამოკვლევები უტარდებათ.

„მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ“, – აცხადებენ ადიგენის კლინიკაში.

რაც შეეხება ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანილ მამა–შვილს, როგროც სამედიცინო დაწესებულებაშ ამბობენ, ამ დროისთვის ორივე მათგანს ექიმები სინჯავენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

სოფელ ბოლაჯურთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბოლაჯურთან ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხე–ადიგენის გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
ადიგენში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ადიგენში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
სოფელ ხერთვისთან ავარიის შედეგად ოთხი პირი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად 20 წლის ბიჭი დაშავდა
ბორჯომში ავარიის შედეგად 65 წლის  კაცი დაშავდა