FM97.5 / LIVE

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიში ჟურნალისტებს

მთავარიეკონომიკა 04.06.2013
შემცრიდა თუ გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა და რა კეთდება ამ თვალსაზრისით სამცხე-ჯავახეთში; რატომ შემცირდება კადრები ადგილობრივ თვითმმართველობებში და რას მალავს შუშით აგებული იუსტიციის სახლები.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიში ჟურნალისტებს
პირველი კვარტლის შეფასება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში1800 პროექტი შევიდა. აქედან 200 მილიონი ლარის ფარლგებში 600-ზე მეტი პროექტი შეირჩა, ამათგან უმრავლესობა სოფლებში წყალმომარაგების საკითხებს და შიდამუნიციპალური გზების საკთხებს ეხება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ამიტომ მოვითხოვეთ წყალსა და ხიდებზე ექსპერტიზა. ახლა პრობლემა ისაა, საკმაოდ დიდი რაოდენობის სამუშაოების განხორციელებას სამშენებლო ორგანიზაციები თავს რამდენად გაართმევენ. მაქსიმალურად ვცდილობთ სამუშაო პირობები შევუქმნათ და თანხას 10 დღეში შესრულებული სამუშაოებისთვისაც კი ვრიცხავთ“, - ამბობს ნარმანია.

მისი მოადგილის შოთა მურღულიას განცხადებით, ხშირად ისმის საყვედურები მათი ოპონენტების მხირდან, რომ თითქოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროექტები შეჩერდა: „ეს იაფფასიანი სპეკულირებაა, რადგან ივნისის ნაცვლად იანვრის თვეს ადარებდნენ შარშან და წელს განხორციელებული პროექტების რაოდენობას“.

გასულ წელთან შედარებით, წელს, პირველი კვარტლის მონაცემები, აღნიშნული თვალსაზრისით გაზრდილია.
„36 პროცენტით მეტი ინფრასტრუქტურაა შექმნილი, ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში. ეს დიდი წინსვლაა. 180 მილიონი ლარით მეტი ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ. ეს არის გზა, წყალი და ნაგვის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები, - ამბობს მურღულია და ამატებს, რომ დაფინანსებულია 115 პროცენტით მეტი ღირებულების პროექტები, - ძირითადი ზრდა ავტობანების მშენებლობასთან დაკავშირებით მოდის“.

მისივე თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის გამოცხადებული ტენდერები, როგორც ღირებულებით, ასევე რაოდენობით, ბევრად აღემატება გასული წლის იგივე პერიოდს. 2013 წელს პირველ კვარტალში გამოცხადებული იყო 65 ტენდერი, 2012-ში - 52 ტენდერი. 2013 წელს მათი ღირებულება 54, 3 მილიონი იყო, 2012 წელს კი 43 მილიონი: „აქ იგულისხმება ელექტრონული ტენდერები“.

რომელი პროექტი შეჩერდა რეგიონში

სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე წელს 35 პროექტი განხორციელდება, აქედან 19 გზა, 14 წყალი, 2 კი სხვა სახის პროექტია. ბორჯომში შეთანხმებული 4 პროექტიდან 2 გზაა, ერთი წყალი, ერთი კი 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია; ნინოწმინდაში 3 პროექტი ფინანსდება - 2 გზა და ქალაქში სამი ქუჩის რეაბილიტაცია; ახალქალაქში 9 პროექტი ხორციელდება - 6 გზა, 2 წყალი და სოფელ არაგვას საირიგაციო სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია; ახალციხის მუნიციპალიტეტში 13 პროექტი დაიგეგმა - 9 წყალი და 4 გზა; ასპინძაში 3 პროექტი შესრულდება და სამივე მათგანი გზის რეაბილიტაციაა; ასევე სამი პროექტი განხორციელდება ადიგენშიც, აქედან 2 გზა და ერთი წყალია;

რეგიონში განსახორციელებელი პროექტებისთვის 14, 289,888 ლარი გამოიყო: ბორჯომისთვის 2, 750, 000; ნინოწმინდისთვის 2, 260,00; ახალქალაქისთვის 3, 045, 545; ახალციხისთვის 2, 890, 093; ასპინძისთვის 1, 600, 00; ადიგენისთვის კი 1, 744, 250 ლარი.

მურღულიას განცხადებით, რეგიონში არცერთი პროექტი არ შეჩერებულა, გარდა ადიგენში ზარზმის მიმართულებით გზის მშენებლობისა, რადგან აქ თანხა ბევრად მეტი იყო საჭირო, რეალურად კი გამოყოფილი მხოლოდ 5,000 ჰქონდათ.

რაც შეეხება სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს, რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტროს გაწერილ გეგმებში ასპინძა, ახალციხე და წაღვერი მოხვდა. ასინძაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობაა გათვალისწინებული, შეიცვლება ქალაქის შიდა ქსელი, ასევე მოხდება რეზერვუარისა და კვანძების ჩამკეტი-მარეგულირებელი სარქველების რეაბილიტაცია. წყლის შიდა ქსელის სრულ რეაბილიტაციას გეგმავენ ახალციხეშიც. წყალმომარაგების სისტემა გაუმჯობესდება წაღვერშიც.

თვითმმართველობებში კადრები შემცირდება

რაც შეეხება ’’სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს’’ მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამა სავარაუდოდ მომავალ წელსაც განხორციელდება, შემდეგ კი ამ ყველაფერს ადილობრივი თვითმმართველობები დამოუკიდებლად გაართმევენ თავს: „სწორედ ამიტომ იცვლება კანონი ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“.

თვითმმართველობების რეფორმის შემდეგ, შერგელაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობების ოპტიმიზაცია მოხდება: „ბევრ ქალაქში ყოველი მეორე ოჯახის წევრი რომ მუნიციპალიტეტში მუშაობს და გაბერილია შტატები, ასე აღარ იქნება. აქამდე ასე იმიტომ იყო, რომ თვითომმართველობები წარმაოდგენდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატს“.

მისი განცხადებით, გაბერილია შტატები ააიპ-ებში, საბავშვო ბაღებსა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ სხვა ორგანიზაციებში: „არის ბაღები, სადაც მასწავლებელი უფრო მეტია, ვიდრე ბავშვი ჰყავთ“.
გათავისუფლების შემთხვევაში უმუშევართა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას შერგელაშვილმა ასე უპასუხა: „უნდა მოხდეს ოპტიმიზაცია, თვითმმართველობები ქვეყნის გადარჩენის გზა ვერ იქნება, ბევრი სხვა პროექტი ხორციელდება“.

მისივე თქმით, დღეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მიწების დარეგისტრირების საკითხიც: „შუშის იუსტიციის სახლებს მიღმა მიწებთან დაკავშირებით დიდი ქაოსი იმალება. ამის მოგვარებას კი 2-3 წელიწადი სჭირდება“.

აღნიშნული საკთხების შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა 30 მაისს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გაერთიანებული წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიების პირველი პირები.

ნაგავსაყრელების მოწყობა იწყება

რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების პრობლემისა და ახალციხეში ნაგავსაყრელის მოწყობის შესახებ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა განგვიმარტა: „სამწუხაროდ მძიმე მემკვიდრეობას ვიბარებთ, მაგრამ მზად ვართ თავი წარმატებით გავართვათ. სამცხე-ჯავახეთის ნაგავსაყრელის მოწყობის შესახებ საკითხი უკვე დავაყენეთ. გვინდა ისეთი კონცეფცია ავაწყოთ აქ, როგორიც იმერეთში დავგეგმეთ, ანუ გვინდა, რომ ახალციხეში ნაგავსაყრელი მთელი რეგიონისთვის გავაკეთოთ და სხვა რაიონული ნაგავსაყრელები დავხუროთ, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ზოგადი სტრატეგიაა“.

შუხოშვილის განცხადებით, ახალციხეში ნაგავსაყრელის მოწყობასთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე დაგეგმილია და ტექნიკური დავალებებიც მომზადებულია: „ჯერ მიწა არ გადმოგვცემია, მაგრამ ეს საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარდება და იქ ისეთივე სამუშაოები განხორციელდება, როგორც ეს ხდება რეგიონების ცენტრალურ ქალაქებში - გადაფარვა, შეზვინვა, გზების შეყვანა, ჯიხურების დამონტაჟება და ა.შ.“

შუხოშვილი ბორჯომში არსებული ნაგავსაყრელის პრობლემასაც შეეხო და თქვა, რომ საკურორტო ქალაქში ნაგავსაყრელის მოწყობაზე ჰოლანდიური ორგანიზაციები მუშაობენ და აქ მალე საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ნაგავსაყრელი გაკეთდება: „ძველ ნაგავსაყრელზე გაკეთდება ახალი, მოვაწყობთ ბაკურიანის ნაგავსაყრელსაც. აქ საინჟინრო ჯგუფი უკვე გაგზავნილია“.

[თამუნა უჩიძე, თბილისი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნარმანია: დამეწყრილი სოფლებისთვის არაფერი შეგვიძლია
რეგიონული განვითარების სამინისტრომ პროექტები დაამტკიცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 5 მილიონი ლარი მოხმარდება
მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებენ
რა მიმართულებით იმუშავებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში?
2018 წელს, ახალციხის თემში, 3 მლნ–მდე ლარით,  9 პროექტი განხორციელდება
2014 წელს ახალქალაქს 9 პროექტი დაუფინანსდა