FM97.5 / LIVE

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 5 მილიონი ლარი მოხმარდება

მთავარიეკონომიკა 05.10.2013
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბორჯომს წელს 5 მილიონი ლარი გამოეყო. ამ თანხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 5 მილიონი ლარი მოხმარდება
აღნიშნული თანხით მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროექტი ხორციელდება: იგება გზები, მიმდინარეობს ნაპირდამცავი სამუშაოები, წესრიგდება საკანალიზაციო სისტემა, მიმდინარეობს მოედნების რეაბილიტაცია, დაბა ბაკურიანში იწყება სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა, უკვე დასრულდა დაბა ახალდაბის გზის რეაბილიტაცია.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტი, რომელიც მნიშვნელოვან საკურორტო ზონას წარმოადგენს, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მუნიციპალიტეტია,“ - აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, - „წელს აქ, ერთობლივად, რამდენიმე პროექტი ხორციელდება: წესრიგდება საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა. ამით პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი მოგვარდება, ხოლო დარჩენილ ნაწილს მომდევნო წელს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდის განაწილების დროს გავითვალისწინებთ, რათა 2014 წლის ბოლოსთვის, პრაქტიკულად, არცერთი ქუჩა არ დაგვრჩეს ბორჯომში, სადაც არ იქნება ასფალტის საფარი, ტროტუარი და სხვა მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც ყურადსაღებია საკურორტო ტერიტორიისთვის - მოუწესრიგებელი“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ბერიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტში გეგმის მიხედვით ხორციელდება.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს „ბორჯომ-პარკის“, 9 აპრილის სკვერისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაცია, რაც, მოსახლეობისთვის კომფორტის შექმნის გარდა, მიზნად ტურისტების მოზიდვას ისახავს. უმოკლეს ვადებში, დასრულდება ტენდერები დანარჩენ პროექტებზეც და სამუშაოები კიდევ უფრო გაიშლება,“ - განაცხადა დიმიტრი ბერიძემ.

ბორჯომში ინფრასტრუქტურული პროექტები მომდევნო წელსაც დაფინანსდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ბერიძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშოები გუშინ, 4 ოქტომბერს დაათვალიერეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაცია გრძელდება [R]
2,557,300 ლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის
ახალქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 3 მლნ ლარი იხარჯება
ბორჯომში დაგეგმილი 5 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 2 ჯერ არ დასრულებულა
რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში
ახალციხეში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება ®
ბორჯომში 22 ობიექტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს