FM97.5 / LIVE

ნარმანია: დამეწყრილი სოფლებისთვის არაფერი შეგვიძლია

მთავარიეკონომიკა 30.05.2013
რა ბედი ელის სამცხე-ჯავახეთის დამეწყრილ სოფლებს და როგორ შეიძლება მოგვარდეს ნაგავსაყრელების პრობლემა, - ”სამხრეთის კარიბჭემ” ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას, დღეს, 30 მაისს, რეგიონული მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე ჰკითხა.

ნარმანია: დამეწყრილი სოფლებისთვის არაფერი შეგვიძლია
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გაერთიანებული წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიების პირველი პირები.

სამინისტროს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს 2013 წლის პირველი კვარტლის ანგარიში, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი რიგი პროექტები გააცნეს. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„სამხრეთის კარიბჭემ“ მინისტრს რეგიონში არსებული დამეწყრილი სოფლების შესახებ ჰკითხა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში დგვარის, ასპინძის მუნიციპალიტეტში ნაქალაქევისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში აწყურის შესახებ პრობლემების მოგვარებას ვერც მუნიციპალურ და ვერც რეგიონულ დონეზე მთავრობის დახმარების გარეშე ვერ ახერხებენ. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, დამეწყრილი სოფლების საკითხი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად უნდა გადაწყვიტოს.

„ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ. შემდგომ ჩვენ ამ საკითხებს ვალაგებთ რეგიონების, მუნიპალიტეტებისა და სოფლები მიხედვით, იმისთვის, რომ ეს მონაცემები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მივაწოდოთ, - ამბობს ნარმანია და ამატებს, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარება უშუალოდ განსახლების სამინისტროს პრეროგატივაა, - თუ სახლემწიფოს მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მაგალითად, სახლების გამაგრების შესახებ და თუ რაიმეს დაგვავალებენ, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერთვებით, ანუ შემსრულებლები ვიქნებით“.

ნარმანიას თქმით, მას დამეწყრილი სოფლების შესახებ საუბარი პრემიერ-მინისტრთან არაერთხელ ჰქონდა: „ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება ასეთი დამეწყრილი სოფლების პრობლემების მოგვარება. ჯერ სხვა ჩვენ სამინისტროს არაფერი შეუძლია“.

რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების პრობლემისა და ახალციხეში ნაგავსაყრელის მოწყობის შესახებ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა განგვიმარტა: „სამწუხაროდ მძიმე მემკვიდრეობას ვიბარებთ, მაგრამ მზად ვართ თავი წარმატებით გავართვათ. სამცხე-ჯავახეთის ნაგავსაყრელის მოწყობის შესახებ საკითხი უკვე დავაყენეთ. გვინდა ისეთი კონცეფცია ავაწყოთ აქ, როგორიც იმერეთში დავგეგმეთ, ანუ გვინდა, რომ ახალციხეში ნაგავსაყრელი მთელი რეგიონისთვის გავკეთოთ და სხვა რაიონული ნაგავსაყრელები დავხუროთ, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ზოგადი სტრატეგიაა“.

შუხოშვილის განცხადებით, ახალციხეში ნაგავსაყრელის მოწყობასთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე დაგეგმილია და ტექნიკური დავალებებიც მომზადებულია: „ჯერ მიწა არ გადმოგვცემია, მაგრამ ეს საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარდება და იქ ისეთივე სამუშაოები განხორციელდება, როგორც ეს ხდება რეგიონების ცენტრალურ ქალაქებში - გადაფარვა, შეზვინვა, გზების შეყვანა, ჯიხურების დამონტაჟება და ა.შ“

შუხოშვილი ბორჯომში არსებული ნაგავსაყრელის პრობლემასაც შეეხო და თქვა, რომ საკურორტო ქალაქში ნაგავსაყრელის მოწყობაზე ჰოლანდიური ორგანიზაციები მუშაობენ და აქ მალე საერთაშორის სტანდარტებით აღჭურვილი ნაგავსაყრელი გაკეთდება: „ძველ ნაგავსაყრელზე გაკეთდება ახალი, მოვაწყობთ ბაკურიანის ნაგავსაყრელსაც. აქ საინჟინრო ჯგუფი უკვე გაგზავნილია“.

[თამუნა უჩიძე, თბილისი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიში ჟურნალისტებს
ასპინძაში ნაგავსაყრელი განახლდა
ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი განახლდა
რა მიმართულებით იმუშავებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში?
ახალციხეში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დაიწყო
საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის