FM97.5 / LIVE

ბორჯომის ორი სოფელი მთის სტატუსს მიიღებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.03.2018
სამცხე–ჯავახეთის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების ნუსხას კიდევ ორი სოფელი ემატება. სტატუსს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – საკირე და ტაძრისი მიიღებს.

ბორჯომის ორი სოფელი მთის სტატუსს  მიიღებს

გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მეშვიდე სხდომაზე მიიღეს, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

უახლოეს პერიოდში აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე გავა და ორივე სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ოფიციალურად მიენიჭება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივები შეღავათებით 2019 წლის 1 იანვრამდე ვერ ისარგებლებენ.

„როდესაც მიმდინარე წელს ხდება დამატება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში, ბუნებრივია, ამის შედეგად წარმოშობლი ხარჯი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალიწინებული არ არის. ამიტომ, მისი გათვალისწინება მოხდება 2019 წლის 1–ლი იანვრიდან“, – ამბობს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანი ოთარ კონჯარია.

მისივე თქმით, ამ პერიოდში მუნიციპალიტეტი და სამხარეო ადმინისტრაცია იზრუნებს ამ სოფლების მოსახლეობის ინორმირებულობაზე, ასევე მიანიჭებენ ამ სოფლებში მცხოვრებ ადგილობრივებს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსს.

საკირესა და ტაძრისის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს წლებია ითხოვს. კითხვაზე – რატომ ვერ მიიღო ამ სოფლებმა სტატუსი აქამდე, ოთარ კონჯარია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენლი დოკუმენტები ცენტრალური უწყებების მიერ წარდგენილ მონაცემებს არ ემთხვეოდა.

მისივე თქმით, დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მაღლაა, სამი კრიტერიუმიდან ერთ–ერთს უნდა აკმაყოფილებდეს. დამატებითი გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკირე და ტაძრისი სასოფლო კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რაც გულისხმობს, რომ სახნავი მიწების 50%–ზე მეტი არ მუშავდება სტანდარტული ტექნიკით, რომელიც ბარში მუშაობს: „მუნიციპალიტეტმა და სამხარეო ადმინისტრაციამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მოიწვიეს სპეციალისტები და ადგილზე გადაამოწმეს, ანუ კრიტერიუმები დაზუსტდა. ეს კი იძლევა საფუძველს დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიანიჭოს“.

მისივე თქმით, გარდა ამ ორი სოფლისა, კიდევ რამდენიმე დასახლებაზე იყო შუამდგომლობები და გადამოწმდა, თუმცა მათ ვერცერთი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილეს: „ეს პროცესი არ არის დახურული. ორი წლის განმავლობაში ძირეულად მოვიცავით და გავადამოწმეთ ის დასახლებები, რომელზეც იყო შუამდგომლობები. დამატებითი დაზუსტების შემდგომაც კი აღმოჩნდა, რომ ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს“.

სამცხე–ჯავახეთში 'მთის კანონი' ჯამში უკვე 224–მდე დასახლებას ეხება.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსს, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მეშვიდე სხდომის გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების 15 სოფელი მიიღებს – საკირე, ტაძრისი, ხანი, ლიჩი, მუხურა, მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი, წყალშავი, ზვარე, ჩრდილი, საწისქვილო, გედსამანია, ღოღეთი და ბრდაზორი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის 57 სოფელი მაღალმთიანი დასახლების  სტატუსს ითხოვს
რამდენ სოფელს არ აქვს მაღალმთიანი დასახლების  სტატუსი სამცხე–ჯავახეთში
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა გაიზარდა, თუმცა სიაში სამცხე–ჯავახეთის სოფლები ვერ მოხვდა
პრემიერი: მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები გადაიხედება
ადიგენის 6 სოფელი 'მთის სტატუსის' მოთხოვნით აქციას მართავს
როგორ შეირჩა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლები
ასპინძის ორ სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა