FM97.5 / LIVE

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა გაიზარდა, თუმცა სიაში სამცხე–ჯავახეთის სოფლები ვერ მოხვდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.06.2017
დღეს, 19 ივნისს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატა, თუმცა სამცხე–ჯავახეთის სოფლებმა, რომლებიც დამატებით იყო გადაგზავნილი განსახილველად, „მთის კანონის“ კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა.

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა გაიზარდა, თუმცა სიაში სამცხე–ჯავახეთის სოფლები ვერ მოხვდა
ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროში განუცხადეს. „სამწუხაროდ სამცხე–ჯავახეთიდან არცერთი სოფელი არ დამატებია იმას რაც იყო. თქვენი რეგიონის სოფლები ვერ აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას“.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით სტატუსი მიენიჭა საქართველოს მასშტაბით 28 დასახლებულ პუნქტს , ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელის ხეობის 9 სოფლს, ჯამში 37 სოფელს.

სამცხე–ჯავახეთში 'მთის კანონი' 222 დასახლებას ეხება. ჯავახეთს სრულად და მესხეთს ნაწილობრივ.

ადიგენის, ახალციხის, ბორჯომის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის გარეშე 40 სოფელია დარჩენილი. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებას 24 სოფელზე ითხოვდა, ასპინძა 2 –ზე, ახალციხე 16– ზე, ხოლო ბორჯომი 15 –ზე.

რატომ ვერ მოხვდა მაღალმთიანი სოფლების ნუსხაში სამცხე–ჯავახეთის სოფლები და რომელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა რეგიონიდან გაგზავნილმა მონაცემებმა, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „სამხრეთის კარიბჭე“ მხარის გუბერნატორსა და მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრს აკაკი მაჭუტაძეს დაუკავშირდა.

„ახალ შეხვედრაზე ვარ და მოგვიანებით გიპასუხებთ“, – გვითხრა მან.

საქართველოს 3 700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ჯამში 1678 დასახლებას აქვს მინიჭებული, დაახლოებით, 45%-ს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის 57 სოფელი მაღალმთიანი დასახლების  სტატუსს ითხოვს
რამდენ სოფელს არ აქვს მაღალმთიანი დასახლების  სტატუსი სამცხე–ჯავახეთში
ადიგენის 6 სოფელი 'მთის სტატუსის' მოთხოვნით აქციას მართავს
ასპინძის ორ სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის ორი სოფელი მთის სტატუსს  მიიღებს
სამცხე–ჯავახეთში მაღალმთიანის სტატუსი კიდევ 20–მა დასახლებამ მიიღო
პრემიერი: მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები გადაიხედება