FM97.5 / LIVE
ერთ ლარად შეიძინა, ხელშეკრულების პირობები არ შეუსრულებია. თუ საკრებულოს მიერ მიცემულ ვადაში კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 500 000 ლარს არ გადაიხდის, ჯარიმის გადახდა და შენობის დაბრუნება მოუწევს">

საკრებულო ყოფილი ადმინისტრაციული შენობის დაბრუნებას გეგმავს

მთავარიეკონომიკა 25.12.2012
კომპანია ”ქროსვეისს”, რომელმაც ადმინისტრაციული შენობა ერთ ლარად შეიძინა, ხელშეკრულების პირობები არ შეუსრულებია. თუ საკრებულოს მიერ მიცემულ ვადაში კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 500 000 ლარს არ გადაიხდის, ჯარიმის გადახდა და შენობის დაბრუნება მოუწევს

საკრებულო ყოფილი ადმინისტრაციული შენობის დაბრუნებას გეგმავს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი შენობა შესაძლოა ისევ მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდეს. შპს ”ქროსვეისმა”, რომელმაც მიმდინარე წლის 14 ივლისს, ყოფილი ადმინისტრაციული შენობა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად იყიდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობენ, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას პირველ დეკემბრამდე მუნიციპალიტეტის ანგარიშზე 200,000 ლარი უნდა ჩაერიცა, დანარჩენი თანხა კი 2013 წელში უნდა დაეფარა.

გაირკვა ისიც, რომ კომპანიის მიერ არ არის გადახდილი შენობის საპრივატიზებო თანხა ერთი ლარიც. ერთი ლარი კომპანიას ყიდვიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაეხადა.

”ქროსვეისს” აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ 2015 წლამდე შენობაში სასტუმრო და კაზინო გაეკეთებინა. კომპანია ერთი მილიონის ინვესტირებას აპირებდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლები თვითონ დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.

”რადგან კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, შესაბამის სამსახურებს დავავალე მდგომარეობის შესწავლა, რათა დავსვათ შენობის უკან დაბრუნების საკითხი”,- განმარტავს სანდროშვილი.

ყოფილი გამგეობის შენობა და მიმდებარე ტერიტორია 4,632 კვ.მ ფართობს მოიცავს.

”ქროსვეისს” ამ დრომდე მშენებლობა არ დაუწყია. მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიქრობენ, რომ კომპანია ან არ არის ამ საქმიანობით დაინტერესებული, ან პროექტს არამომგებიანად თვლის.

” წერილი კომპანიის სახელზე უკვე გაგზავნილი გვაქვს. მივეცით გონივრული ვადა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევეში, გავწყვეტთ კონტრაქტს და ჯარიმას გადაიხდიან”,-განმარტავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ”ქართული ოცნება -ახალციხე” თავმჯდომარე ნუგზარ თამარაშვილი.

ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტის დარღვევის შემთხვევში კომპანიამ პირგასამტეხლო, ყოველ გადაცილებულ დღეზე 500 ლარი, უნდა გადაიხადოს. საპრივატიზებო თანხას ერთ ლარს კი 0,01 პროცენტი ემატება.

საკრებულოში ამბობენ, რომ მათი სურვილია შენობა მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადავიდეს.

”გვინდა იმ შენობაში გადავიტანოთ მუსიკალური სკოლა, კულტურის სახლი და სამხატვრო სკოლა. ვგეგმავთ გავაკეთოთ საცეკვაო დარბაზი და გადმოვიტანოთ თოჯინების თეატრი”, - განმარტავს სანდროშვილი.

შპს ”ქროსვეისსა” და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ხელშეკრულება 2012 წელის 14 ივლისს გაფორმდა. კომპანიის მხრიდან წარმომადგენელი მინდობილობის საფუძველზე დავით ვადაჭკორია იყო.

”სამხრეთის კარიბჭემ” არაერთი მცდელობის მიუხედავად ვადაჭკორიასთან დაკავშირება ვერ შეძლო. საკონტაქტო ნომერი, რომელიც ხელშეკრულებაშია მითითებული გამორთულია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობამ 1 ლარად გაყიდული შენობა უკან დაიბრუნა
216 მოსწავლე გაკვეთილებს ავარიულ შენობაში ესწრება
შესაძლოა თოჯინების თეატრი ძველ ადგილს დაუბრუნდეს
ყოფილი ადმინისტრაციული შენობა ერთ ლარად გასხვისდა

ერთ-ერთ ინდმეწარმეს ბაღების რეაბილიტაციისას ზედმეტად დახარჯული თანხა არ აუნაზღაურეს
’ოცნების’ ფრაქციას ’ქრისტიან-დემოკრატი’ თავმჯდომარე ჰყავს