FM97.5 / LIVE

‘ენერგო პრო–ჯორჯიისა’ და კერძო კომპანიის დავა

მთავარისიახლე, სამართალი 03.06.2016
რატომ ითიშება დენი ხშირად ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე და რატომ ვერ ახერხებს „ენერგო პრო–ჯორჯია“ დაზიანებული კაბელის აღდგენას; დავა, რომელიც შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს.

‘ენერგო პრო–ჯორჯიისა’ და კერძო კომპანიის დავა

ახალციხეში, დიდიმამიშვილის N2–ში მდებარე, ყოფილი პოლიკლინიკის შენობის ეზოში, იქ სადაც ახლა საცხოვრებელი კორპუსია აშენებული, „ენერგო პრო–ჯორჯიას“ მიწისქვეშა კომუნიკაცია გადის. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეზოში შენობისს მეპატრონმ ბეტონი დააგო და დაზიანების შემთხვევაში აღდგენით სამუშაოებს ვეღარ აწარმოებენ.

„უამინდობის დროს ხშირად ითიშება დენი, ბეტონის ქვეშ ‘სადენი’ ზიანდება და იძულებულები ვხდებით აბონენტები ალტერნატიულ ხაზზე გადავრთოთ. ტერიტორიის მფლობელი გათხრის ნებას არ გვაძლევს. როდესაც სამუშაოები მიმდინარეობდა, გავაფრთხილეთ, ბეტონი არ დაესხათ, მაგრამ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინეს“, – ამბობს კომპანია „ენერგო პრო–ჯორჯიას“ ახალციხის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ მამუკაშვილი და ამატებს, რომ დიდი მცდელობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ამ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებისთვის მერიისგან ნებართვა მიიღეს: „გავთხრით და ისევ პირვანდელ სახეს დავუბრუნებთ“.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს შენობის მეპატრონე, შპს „ფოცხოვის“ წარმომადგენელი რამაზ თედორაძე და აცხადებს, რომ კომპანიას ბეტონის ამოჭრის საშუალებას არ მისცემს.

„როდესაც მშენებლობა დავიწყე, შევთავაზე გადეტანათ ეგ სადენი. რომ მოთხაროს, ის ბეტონი ისევ იმ ფორმით აღარ აღდგება. ეგ არის კერძო კომპანია, კეთილი ინებონ, გაიღონ ხარჯი და შემოვლით გააკეთონ. ამისთვის დასჭირდება ზედმეტი სადენი და ზედმეტი შრომა. მე როცა დენისშ ეყვანის ნებართვა მომცეს, 14.000 ლარი გადამხდევინეს ჩართვის ფული, ახლა ესეც ჩემია და რატომ დავანგრევინებ?! გამოიყენონ ის ფული და გააკეთონ ახალი“, – აცხადებს რამაზ თედორაძე.

‘ენერგო პრო–ჯორჯიისა’ და კერძო კომპანიის დავა

ზურაბ მამუკაშვილის თქმით, ტერიტორია, სადაც ქალაქის მიწისქვეშა კომუნიკაცია გადის, არ უნდა გასხვისებულიყო.

„აღნიშნული „კაბელი“ ჩადებულია 60–იან წლებში. ქალაქის ტერიტორიაზე მიწის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში, ჩვენი კომპანიისგან თხოულობენ თანხმობას. თედორაძემ როგორ მოახერხა დაირეგისტრირა ისე, რომ ჩვენ არც კი გვკითხეს, ვერ გეტყვით. მსგავს შემთხვევაში წერილი შემოდის ხოლმე კომპანიაში, ამ შემთხვევაში არ შემოსულა, თორემ შესაბამის პასუხს გავცემდით“, – აცხადებს მამუკაშვილი.

როგორც რამაზ თედორაძე აცხადებს, ყოფილი პოლიკლინიკის შენობა და მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფოსგან 2013 წელს, 100.000 დოლარად შეიძინა. იგი თავადაც ფიქრობს, რომ რადგან სადენები გადიოდა, სახელმწიფოს არ უნდა გაესხვისებინა.

„თავიდან არ ვიცოდი, მშენებლობა რომ დავიწყე და ფაქტის წინაშე დავდექი, მაშინ გავიგე. მშენებლობა ორი წელი მიმდინარეობდა, შევთავაზე კომპანიას, რომ ამ პერიოდში გადაეტანათ“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან „ენერგო პრო–ჯორჯიას“ კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სვეტების გადატანასაც ითხოვს.

„შპს „ფოცხოვი“ დედაჩემის საკუთრებაა. ფირმის საკუთრებაა ის ტერიტორია, სადაც მაღალი ძაბვის „სტოლბები“ უყენიათ. ფირმამ შესთავაზა, რომ შეისყიდოს აღნიშნული ტერიტორია. კორპუსში რამდენიმე ბინა დარჩა გასაყიდი, ბინაში მაცხოვრებლები ამ ტერიტორიაზე ავტოფარეხებს ააშენებენ და იქამდე მისავლელი გზა ჩაეკეტებათ“, – ამბობს თედორაძე.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიას „ენერგო პრო–ჯორიას“ 1.500 დოლარად მიყიდის: „იგივე გადავუხადე მე სახელმწიფოს. არ უნდათ ამ თანხის გაღება, ხვალ ისევ პრობლემის წინაშე დადგებიან, ამხანაგობა შეიქმნება და ამხანაგობის წევრი რაღაცას მიუშენებს, რომ დაჭირდეს, ანძასთან ვეღარ მივლენ“.

ახალციხის ყოფილი გამგებლის გელა დემეტრაძის განმარტებით, ყოფილი პოლიკლინიკის შენობა, როდესაც გასხვისდა, ქალაქის ბალანსზე არ იყო. კომპანიას, რომელმაც აღნიშნული ტერიტორია შეისყიდა, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მიემართა „ენერგო პრო–ჯორჯიას“ ახალციხის სერვისცენტრისთვის: „ასე მთელი ქალაქი დაქსელილია და არ უნდა გაიყიდოს აღარაფერი?! პროექტის შედგენისას უნდა გაეთვალიწინებინათ“.

შეძლებს თუ არა „ენერგო პრო–ჯორჯია“ დაზიანებული სადენის აღდგენას, ამ ეტაპზე უცნობია. კომპანია არც შენობის უკან მდებარე მაღალი ძაბვის სვეტების გადატანას გაგმავს. იმ შემთხვევაში, თუ ბინის მცხოვრებლები სვეტებმდე მისასვლელ გზას ჩაკეტავენ, კომპანიაში აცხადებენ, რომ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


ახალქალაქში 250 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
'ენერგო-პრო ჯორჯიას' ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ვალიდან "ენერგო–პრო–ჯორჯიას" ზარალის ანაზღაურების მიზნით მიმართეს
რატომ ითიშება შუქი ხშირად
ახალციხის რამდენიმე ქუჩაზე დენი ავარიულად გაითიშა
სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას აპროტესტებენ