FM97.5 / LIVE

ბორჯომში ისევ ხმაურია – თანამშრომლები ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.02.2018
მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომში ხელფასების საკითხი დამტკიცდა, შენობაში ისევ ხმაურია – მერიის თანამშრომლებმა ამჯერად ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტეს სავარძლებით, ითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას და სხდომის ოქმს, იმის დასტურად, რომ ხელფასების საკითხი დადებითად გადაწყდა.



"გადადექი" – სკანდირებენ საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის მისამართით ბორჯომის მერიის თანამშრომლები, რომლებიც შენობის ფოეიში სხედან.

ამავდროულად, ისინი საკრებულოსგან ოფიციალური დოკუმენტს ითხოვენ ხელფასების დამტკიცების შესახებ. ამბობენ, რომ ვიდრე საკრებულო ოქმს არ გადაუგზავნით, არ დაიშლებიან.

საკრებულოს აპარატში კი აცხადებენ, რომ სხდომაზე 30 საკითხი იყო გატანილი და დღეს ოქმს ფიზიკურად ვერ გააკეთებენ.

ამდრომდე [20:00 სთ] ისევ კაბინეტში რჩება ზაზა ჩაჩანიძე, რომლის მონაწილეობის გარეშე დამტკიცდა დღის ბოლოს მერიის თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურების საკითხი. იგი კვლავ არ აკეთებს კომენტარს მედიასთან.

ბორჯომის თვითმმართველობის შენობაში იმყოფება ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია. იგი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად არის საკრებულის დარბაზში და ამბობს, რომ მისი აქ ყოფნის მიზანი ოპოზიციის გვერდში დგომაა. იმ ოთახს, სადაც იგი იმყოფება, დაცვის თანამშრომლები იცავენ.

ბორჯომში ისევ ხმაურია – თანამშრომლები ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ [Video]

ბორჯომის მერიაშია ამ დრომდე რაიონული სამმართველოს უფროსი ალექსი ჩადუნელი.

ბორჯომში ისევ ხმაურია – თანამშრომლები ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ [Video]

ბორჯომში ისევ ხმაურია – თანამშრომლები ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ [Video]

ბორჯომში ისევ ხმაურია – თანამშრომლები ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ [Video]

ბორჯომში ისევ ხმაურია – თანამშრომლები ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ [Video]

შეგახსენებთ, ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიცის აქვს, – 28 დეპუტატიდან – 15 ოპოზიციის, 13 კი მმართველი გუნდის წევრია. ამ ფაქტის გამო ბორჯომში გასული წლის ნოემბერში, პირველივე სხდომა, ხმაურით დაიწყო, იმ დღიდან დღემდე კი "ოცნება" სხდომებს ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებოდა.

განსაკუთრებით ხმაურიანი ბორჯომში მერიის თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურების საკითხი აღმოჩნდა. საკრებულოში, დღევანდელ დღემდე, ქვორუმის არარსებობის გამო ხუთჯერ არ შედგა სხდომა, რომელზეც ეს საკითხი უნდა განეხილათ. განსხვავებით წინა სხდომებისგან, დღეს "ქართულმა ოცნებამ" ბოკიოტის რეჟიმი დაარღვია და სხდომაზე მივიდა. თუმცა, დილით გამართულ სხდომაზე საკითხი მაინც ჩავარდა. ამის შემდეგ დაიწყო ბორჯომში შეხლა–შემოხლა, აქცია, ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, იყო ჩხუბი, რაზეც სამმართველომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. დღეს ბორჯომში ჩავიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია, რასაც განსაკუთრებული ხმაური და ჩხუბი მოჰყვა.

დაძაბული დღის ბოლოს, ბორჯომის საკრებულოს 17–მა დეპუტატმა, რომელთა შორის, 13 „ქართული ოცნების“ წევრი იყო, სხდომა გამართა და გაზრდილი სახელფასო ოდენობები დაამტკიცა. სხდომას თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი წარუძღვა.

სადაო ეს სახელფასო ოდენობები გახდა: მუნიციპალიტეტის მერი – 2450 ლარი; პირველი მოადგილე – 2 400 ლარი; მერის მოადგილე – 2 300 ლარი და სამსახურების უფროსები – 2000 ლარი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის გარეშე გამართეს და ხელფასების საკითხი დაამტკიცეს  [Video]
ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს
ბორჯომში მეხუთედ არ შედგა სხდომა, რომელზეც ხელფასების საკითხი უნდა განეხილათ
ბორჯომში დაიწყო სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ
'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]
ჩხუბით დასრულდა სხდომა ბორჯომში, რომელსაც პირველად ესწრებოდა ‘ოცნება’
ბორჯომში ნიკა მელია ჩავიდა – შენობაში ჩხუბია, საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ჩაკეტილია [Video]