FM97.5 / LIVE

'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.02.2018
'ჩაჩანიძე, ბორჯომის მტერი', 'მოღალატე გადადექი', 'ჩაჩანიძე პრემია 19 080 ლარი', 'ჩაჩანიძე შეეკრა ნაცებს და ნეონაცებს', 'ჩაჩანიძემ უღალატა თავის პარტიას', – ამ წარწერებიანი ტრანსფარანტებით, ბორჯომის მერიის თანამშრომლები მერიის შენობის წინ უხელფასობას აპროტესტებენ და ხელფასების დარიცხვას ითხოვენ.

'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]

ტრანსფარანტები დაიკავეს იმ თანამშრომლებმაც, რომლებსაც საკრებულოს თავმჯდომარის შესასვლელი აქვთ ჩაკეტილი სავარძლებით.

'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]

საკრებულოს შენობაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რადგან, ცუდად გახდა მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომელი ნინო არევაძე.

'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]

საპროტესტო აქცია ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დღევანდელ სხდომაზე ისევ ჩავარდა მერიის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების საკითხი. ისინი საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს მოუწოდებენ, დღესვე დაამტკიცოს სახელფასო ანაზღაურებების ოდენობა.

"ორი თვე მოსახლეობას უხელფასოდ ისე ვემსახურეთ, რომ არავის არფერი უგრძვნია, მოვითხოვთ კუთვნილ ხელფასებს'", – ამბობენ მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც შენობასთან ტრანსფარანტებით დგანან.



შეგახსენებთ, დღეს სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ბორჯომში, რომელსაც, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირველად დაესწრნენ 'ქართული ოცნების' დეპუტატები. მიუხედავად ამ წარმომადგენლობითი დასწრებისა ხელფასების საკითხი ვერც დღეს დამტკიცდა. სხდომაზე მყოფი 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის უარის გამო საკითხი ჩავარდა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]


სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის თანამშრომელთა ნაწილმა, სავარძლებით ჩახერგა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი. ისინი თავადაც იქ იმყოფებიან და ამბობენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ გადაწყვეტს. ბორჯომის მერიაში მუშაობა პარალიზებულია.


'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]

'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]

'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]

'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს
გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა
ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებს საბოტაჟში
ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ძიება დაიწყო
ჩხუბით დასრულდა სხდომა ბორჯომში, რომელსაც პირველად ესწრებოდა ‘ოცნება’
ბორჯომში საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის გარეშე გამართეს და ხელფასების საკითხი დაამტკიცეს  [Video]
ბორჯომში ისევ ხმაურია – თანამშრომლები ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ [Video]