FM97.5 / LIVE

ვეტერანები: 'არ გამოვრიცხავთ, რომ სამივე შეთავაზებულ ფართზე უარი ვთქვათ'

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.02.2018
სადავო შენობაში შესახლებული ვეტერანები აცხადებენ, რომ მერიის მიერ შეთავაზებული სამივე ფართი საცხოვრებლად არახელსაყრელია.

ვეტერანები: 'არ გამოვრიცხავთ, რომ სამივე შეთავაზებულ ფართზე უარი ვთქვათ'

ახალციხეში, სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულმა ვეტერანებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თვითნებურად დაკავებული შენობა უნდა დატოვონ. ვიდრე ვეტერანები მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებენ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა მათ სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა. მათ შორის ორი ვალეში, ე.წ. მეორე შახტაში და ქალაქ ვალეში პროფესიული სასწავლებლის ყოფილი შენობა, მესამე კი ახალციხეში, უსახლკაროთა თავშესაფარი, რომელიც წლების წინ აშენდა და ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.

„მერიაში დამლაგებლად ვმუშაობ, გათენებული არაა, სამსახურში რომ მივდივარ–ხოლმე. აქ კიდევ ერთი ქალი ფურნეში მუშაობს და სულ ღამე დადის. ან ის როგორ ივლის ვალიდან. სამსახურებიც რომ არ იყოს, ბავშვები იქიდან სკოლაში როგორ ვატარო?!“ – ამბობს შუშანა კოპაძე.

შეკითხვაზე, რატომ არ შეიძლება, რომ ბავშვებმა ვალის სკოლაში იარონ, კოპაძე გვპასუხობს: „ჩემი გოგო უკვე მეთორმეტე კლასშია და ძალიან გაუჭირდება. არ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ქალაქის ცენტრში ვიყოთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, აქვე გავდივართ, ქუჩას ვგვით თუ რაღაცას ვაკეთებთ, ტრანსპორტის გარეშე სახლში ვბრუნდებით“.

რაც შეეხება ახალციხეში შეთავაზებულ უმწეოთა თავშესაფარს, ვეტერანები ამბობენ, რომ აქ ცხოვრება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება.
„ის დროებით თავშესაფრადაა გაკეთებული, რკინის ყუთებია, ზამთარშიც და ზაფხულშიც გაუსაძლისი იქნება იქ ცხოვრება. თან საკმაოდ მოშრებულია ქალაქიდან და გზაც არ მიდის“, – ამბობს ინგა ზაზაძე.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რომ მერიის შეთავაზებაზე უარი თქვან, გვპასუხობს: „არ გამოვრიცხავთ, რომ სამივე შეთავაზებულ ფართზე უარი ვთქვათ“.

ვეტერანები აცხადბენ, რომ ფიზიკურად სამივე დასახელებულ ფართში ცხოვრება გაუჭირდებათ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენობა რომელიც ახლა უკავიათ ავარიულია და წყალი ჩადის, მერიის შეთავაზებულ ფართებს ურჩევნიათ.

„მერმა გვითხრა, ერთად ვნახოთ სამივე ფართი და რომელშიც გადაწყვეტთ შესვლას, იქ შესახლდითო. არ ვიცით ჯერ ზუსტად რას ვიზამთ“, – ამბობს ვეტერანი გიორგი მიქელაძე.

სამივე შეთავაზებული ფართი რომ საცხოვრებლად შეუსაბამოა, ამაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილიც საუბრობს.

„ფაქტობრივად, რომელიმეში ცხოვრება შეუძლებელია, რადგან სამივე შეთავაზებული შენობა ისეთ ადგილზეა, რომ იქიდან სამსახურებში სიარული გაუჭირდებათ. გარდა ამისა, მათ პატარა ბავშვებიც ჰყავთ, თუნდაც იქიდან, სადაც უმწეოთა თავშესაფარია, მცირეწლოვნები ბაღში ან სკოლებში როგორ უნდა ატარონ?!“ – კითხულობს ფეიქრიშვილი და ამატებს, – „თავისთავად მერიის შეთავაზება კარგია, მან თქვა, რომ ვეტერანებს თავშესაფრის გარეშე არ დატოვებს“.

სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულები აცხადებენ, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ: „რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ, ის იქნება ჩვენი ერთიანი პოზიცია, თუ რომელიმე ფართს ავირჩევთ, ოთხივე ოჯახი ერთად დავსახლდებით, მაგრამ ჯერ ამ ყველაფერზე ჩვენ ადვოკატს დავუკავშირდებით, მის გარეშე არაფერს გადავწყვეტთ“.

ვეტერანების უფლებადამცველი კახა მათოშვილი ამბობს, რომ იგი სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულ ოთხ ოჯახს მხოლოდ იურიდიულ დახმარებას უწევს: „მათ თავად უნდა გადაწყვიტონ რომელ ფართს აირჩევენ, თვითონ უნდა იცხოვრონ იქ და იმიტომ. ბუნებრივია, თუ მერიის შეთავაზებას მიიღებენ, საქმეს უზენაესში აღარ გავასაჩივრებთ“.

ვეტერანების საქმეში ჩართული მესამე მხარე, რომელსაც სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო წარმოადგენს, ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლო აღნიშნულ დავას წარმოებაში აღარ მიიღებს.

„არამგონია, რომ ეს საქმე უზენაესმა სასამართლომ განხილოს“, – ამბობს რეგიონული განვითარებისა სააგენტოს ადვოკატი ეკა აბაშიძე.
აღნიშნულ სააგენტოს სკოლის ყოფილი შენობა 2014 წლის 4 ივნისს, უზურფრუქტის წესით, (ხელშეკრულება N36) ახალციხის მაშინდელმა საკრებულომ უვადოდო გადასცა. აქ სააგენტომ საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრი უნდა გააკეთოს.

„ერთი კონტრაქტი, სანამ სასამართლოებში დავა მიმდინარეობდა, დავკარგეთ. არცერთი დონორი, თანხას თუ არ გამოიყენებ, დიდხანს არ გაგიჩერებს. ბევრი რამე გაგვეჭდა, ფინანსები დავკარგეთ. მაგრამ ახლა ახალი განაცხადები გვაქვს წარდგენილი სხვადასხვა ორგანიზაციებში, თანადაფინანსებაში თვითმმართველობაც შემოვა და როგორც კი დაცლიან, მუშაობას დავიწყებთ“, – აცხადებს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ნანა ზუბაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში თანადაფინანსებაზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა რაც შეეხება საჯარო მოხელეთა გადამზადებას, ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ ახალციხის არამედ სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც საჭირო და აუცილებელია.

„უამრავი საკონონდებლო აქტი იცლვება ყოველდღიურად, ამიტომ საჯარო მოხელეების გადამზადება ნადვილად საჭიროა“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. მათ შორის ხუთმა შენობა ეტაპობრივად დატოვა. ოთხი ოჯახი კი ამ დრომდე აქ რჩება. ვეტერანები აცხადებენ, რომ ფინანსურად ძალიან უჭირთ და რეალურად წასავლელი არსად აქვთ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვეტერანები ამ წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ახალციხის მერი ვეტერანებს კიდევ სამ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს
ვეტერანები  უზენაეს სასამართლოში ჩივიან
ახალციხის მერმა ვეტერანებს სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა
სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანებს უკანონოდ დაკავებულ  ფართს  დაატოვებინებენ
ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’