FM97.5 / LIVE

ორ წელიწადში ნინოწმინდაში სტუმრების გამასპინძლებაში 56 000 ლარი დახარჯეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 20.02.2018
2015–2016 წლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა, სტუმრების გამასპინძლებაში 56 000 ლარი დახარჯა, თუმცა ისე, რომ მათი ხარჯვის მიზანშეწონილობა დოკუმენტურად არ დაუდასტურებია.

ორ წელიწადში ნინოწმინდაში სტუმრების გამასპინძლებაში 56 000 ლარი დახარჯეს

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე ორი წლის განმავლობაში 56 ხელშეკრულება გაფორმდა. 2015 წელს 24 ხელშეკრულება (ღირებულებით 30 500 ლარი), ხოლო 2016 წელს 32 ხელშეკრულება ( ღირებულებით 25 500 ლარი).

„კვების ობიექტის მომსახურებაზე გაწეული ხარჯებიდან, ხშირ შემთხვევაში არ არის აღნიშნული ჩასატარებელი ღონისძიების დასახელება, სტუმრობის მიზანი, სტუმრებისა და მასპინძლების ოდენობა და სხვა მონაცემები. წარმომადგენლობითი ხარჯებიდან თანხის გამოყოფის შესახებ ბრძანებებში, 15 შემთხვევაში (სულ 12.4 ათასი ლარი) ხარჯის გაწევის მიზეზად მითითებულია „მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად“, ხოლო 25 შემთხვევაში თანხები გამოყოფილია სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლების კვებით მასპინძლობისათვის, კონკრეტული პირებისა და მათი რაოდენობის მითითების გარეშე“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია დადგინდეს მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების დასახელება, სტუმრობის მიზანი, სტუმართა და მასპინძელთა ოდენობა და სხვა მონაცემები. შესაბამისად, 2015-2016 წლებში მუნიციპალიტეტის (შესაბამისი პასუხისმგებელი პირების) მიერ გაწეული 56 000 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯის მიზანშეწონილობა დოკუმენტურად არ დასტურდება.

აუდიტის სამსახური ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას აძლევს რეკომენდაციას, რომ საკრებულომ შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების მიღების ფორმა, მიზანი და გამასპინძლების ეტიკეტი, რომლის მიხედვით მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევა.

„ამასთანავე, არსებული ფინანსური რესურსის განაწილების პროცესში ხარჯების დაგეგმვისას, გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა გაითვალისწინონ ის პრიორიტეტები, რომლებიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იქნება მიმართული“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

[თინათინ ზაზაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომმა 9.600 ლარი დახარჯა იმ მომსახურებაში, რაც თანამშრომლებს უნდა შეესრულებინათ
ახალქალაქის ბიუჯეტიდან 2018 წელს სტუმრების მასპინძლობისთვის 8 000–მდე ლარი გაიწერა
რა დახარჯა ახალციხის საკრებულომ ოფიციალური სადილებისთვის
ადიგენის მერიამ 2018 წელს სტუმრების კვებისთვის 16 000 ლარზე მეტი დახარჯა
ადიგენში  შტატგარეშე დასაქმებულებზე 14 000 ლარი პრემია გასცეს
31 000 ლარი ხელფასი და 27 000 ლარი პრემია – ბორჯომის გამგებლის სარგო ერთ წელიწადში
ორ წელში ასპინძის მერიამ სტუმრების ვახშმისთვის 11 000–მდე ლარი დახარჯა