FM97.5 / LIVE

გრანტების გაცემის შესახებ კანონში ცვლილებებს ამზადებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 16.02.2018
„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ (CSI) "გრანტების შესახებ საქართველოს კანონში" შესატან ცვლილებებზე მუშაობს. ეს ცვლილებები დღეს სამცხე–ჯავახეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნეს.

გრანტების გაცემის შესახებ კანონში ცვლილებებს ამზადებენ

ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ იურისტი მარიამ ლაცაბიძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი ინსტიტუტების საერთაშორისო დაფინანსების წილი 95 პროცენტია, თუმცა, ცუდი მდგომარეობა არც სახელმწიფო ორგანიზაციებიდან გაცემული გრანტების თვალსაზრისითაა, – გრანტებს გასცემენ სამინისტროები, ასევე გრანტის სახით გაიცემა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან პროგრამული დაფინანსების თანხებიც.

„ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია სახელმწიფოსგან გრანტის მიღებას თავს არიდებს, მიზეზს კი იმით ხსნის, რომ უწყებებს ანგარიშგების რთული პოლიტიკა აქვთ. თუმცა, გარკვეულწილად, რადგან ბიუჯეტის ფული იხარჯება, რისკების თავიდან ასაცილებლად, ეს გამართლებულიცაა“, – ამბობს ლაცაბიძე.

მისივე თქმით, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მიზანი ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაა, რომლებიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ფინანსურ მდგომარეობას გაუუმჯობესებს: „ერთ–ერთი ასეთი ინიციტივა გულისხმობს მოხალისეობის საგადასახადო რეგულირებას, ამ ეტაპზე მიღებულია კანონი მოხალისეობის შესახებ, თუმცა საგადასახადო ნაწილი არ არის დარეგულირებული. სწორედ ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული ინიციტივები შევიმუშავეთ“.

საკანონმდელო ინიციტივა ეხება გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შექმნილი აქტივების გამოყენებას დამხმარე ეკონომიკური საქმიანობისთვისაც.

„დღეს კანონი არ კრძალავს გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შექმნილი აქტივების გამოყენებას დამხმარე ეკონომიკური საქმიანობისთვისაც, თუმცა კანონში ჩაწერილი ფორმულირება ძალიან ბუნდოვანია, ჩვენი ინიციატივით კი ეს რეგულაციები უფრო ნათელი გახდება“, – აცხადებს ლაცაბიძე.

გრანტების გაცემის შესახებ კანონში ცვლილებებს ამზადებენ

საკანონმდებლო ინიციატივაზე მომუშავეები ასევე მიიჩნევენ, რომ გრანტის გამცემ სუბიექტებს უნდა დაემატოს მუნიციპალიტეტებიც და თანხის გაცემის პრინციპები ძალიან კონკრეტულად უნდა გაიწეროს.

შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო როგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, ხშირად გრანტები მხოლოდ დედაქალაქში მოქმედი ორგანიზაციებზე გაიცემა, რეგიონებში კი თანხის ძალიან მცირე ოდენობა ნაწილდება: „ბევრჯერ გრანტებს ისე გასცემენ, რომ ამის შესახებ ღიად ცნობილი არ არის. არ გვეძლევა საშუალება დონორს ჩვენი წინადადება შევთავაზოთ და ჩვენი მოსაზრებები გავაცნოთ“.

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კარგი იქნება თუ ყველა საგრანტო განაცხადი ერთ სივრცეში და ერთ ვებგვერდზე მოიყრის თავს, ისე, როგორც ახლა სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ტენდერები ქვეყნდება, ან hr.gov.ge–ზე ვაკანსიების ნახვაა შესაძლებელი.

„ეს ყველაფერი შესაძლებელი იმ შემთხვევაში იქნება, თუ კანონით გავწერთ. როცა სახელმწიფოს ასეთი ვებ–გვერდის გაკეთებას კანონი დაავალდებულებს, გვერდს ვეღარ აუვილიან“, – ამბობს მარიამ ლაცაბიძე.

ამ დროისთვის საკანონმდებლო ინიციატივები ადვოკატირების ეტაპზეა.

„ჩვენი ექსპერტი პარალელურად მუშაობს პარლამენტთანაც“, – აცხადებს ლაცაბიძე.

შეხვედრა „დემოკრატ მესხთა კავშირში გაიამართა“ და ის ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

გრანტების გაცემის შესახებ კანონში ცვლილებებს ამზადებენ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო
ხვალ ახალციხეში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება [R]
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი სამცხე–ჯავახეთში ®
ახალციხეში არასამთავრობო სექტორის ფინანსურ მდგრადობაზე მსჯელობენ
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა
სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის ოთხწლიან პროექტში ჩართვას სთავაზობენ
”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა