FM97.5 / LIVE

სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის ოთხწლიან პროექტში ჩართვას სთავაზობენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.05.2017
სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის მასშტაბურ ოთხწლიან პროექტში ჩაერთვებიან.

სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის ოთხწლიან პროექტში ჩართვას სთავაზობენ
დღეს, 19 მაისს „ახალციხის ციხეზე“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სამცხე–ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს ევროკავშირის ოთხწლიანი პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტი, რომლის ბიუჯეტიც ხუთ მილიონს შეადგენს, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ ფინანსდება .

აღნიშნული პროექტი კონრად ადენაურის ფონდის ხელმძღვანელობით ხორციელდება და მასში ჩართულები არიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის ოთხწლიან პროექტში ჩართვას სთავაზობენ

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის თემურ ჯალიაშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში 79 გრანტი გაიცემა: „პროექტი მიმართული იქნება საქართველოს რეგიონებში საზოგადოებრივი ორგანზაციების გაძლიერებისკენ, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებისკენ და ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ჩატარდება უამრავი ტრენინგი, ერთობლივი ღონისძიებები, გრანტები ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაიცემა“.

თუმცა, ვიდრე პროექტის პრეზენტაცია დაიწყებოდა დარბაზში „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის“ ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. აღნიშნულ დოკუმენტს დღესმდე დაახლოებით 200–მდე ორგანიზაცია აწერდა ხელს, დღეს კი მათ რიცხვს 25 კიდევ შეუერთდა.

„საქართველოს „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია“ არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების მექანიზმი, დეკლარაციის მიზანია წარმოაჩინოს ის უმთავრესი ღირებულებები, რასაც უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა, რათა ხელი შეუწყოთ საქართველოს შემდგომ განვითარებას და ევროპულ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის ოთხწლიან პროექტში ჩართვას სთავაზობენ

როგორც თემურ ჯალიაშვილმა განაცხადა, დღეიდან სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელმოწერით უერთდებიან საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითად პრინციპებს: „ეს არის ის ღირებულებები, რასაც ჩვენ ვიზიარებთ, რაზეც ჩვენ ვდაგვართ. ამ ღირებულბებით ვიქნებით უფრო ეფექტურები და ხელს შევუწყობთ ქვეყნის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას“.

დეკლარაციაზე ხელის მოწერა იმ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრნენ, მათ ამის საშუალება „ონლაინ“ შეეძლებათ.

მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა ქუთაისსა და შიდა ქართლში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა
ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობაზე იმსჯელეს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო
”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა  რეგიონის  განვითარებაზე იმსჯელეს
ხვალ ახალციხეში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება [R]
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი სამცხე–ჯავახეთში ®