FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პროტესტი მშობლიურ კუთხეში [Video]

მთავარიპოლიტიკა 28.05.2013
‘ვანო - ბიძინას პირადი პატიმარი’; ‘თავისუფლება ვანო მერაბიშვილს’; ‘თავისუფლება ივანიშვილის პირად პატიმრებს’, - ამ ტრანსფარანტებით ახალციხეში შეკრებილმა მოსახლეობამ ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი გენერალური მდივნის დაპატიმრება გააპროტესტა

ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პროტესტი მშობლიურ კუთხეში [Video]
აქცია ახალციხის იუსტიციის სახლთან დღის ორი საათზე დაიწყო. ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად ძირითადად ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: უდისა და არლის მოსახლეობა იყო შეკრებილი.

”ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პროტესტი გამოვხატოთ იმის გამო, რომ ადამიანი, ვინც საფუძველი ჩაუყარა იმ პროექტებს, რომლებმაც ახალციხეს საშუალება მისცა მძლავრი ცენტრი გამხდარიყო საქართველოსი, დღეს დაპატიმრებულია ძალიან უსუსური ბრალდებებით’, - ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წევრი გელა დემეტრაძე.

ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პროტესტი მშობლიურ კუთხეში [Video]

აქციაზე იმყოფებოდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წევრები, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ივანე წიკლაური და მისი მოადგილეები. აქვე იმყოფებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილიც. ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი.



”არ ვართ წინააღმდეგი, რომ ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს ბრალეულობა ამა თუ იმ პირის, მაგრამ მისი დაკავება მიგვაჩნია უკანონოდ, ვინაიდან აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა არ არის მიზანშეწონილი რომ შეეფარდოს. იგი არსად არ გარბოდა, ყოველთვის ცხადდებოდა წინასწარი გამოძიების მსვლელობისას და მის მიმართ შერჩეული აღმკვეთი ღონისძიება არის მკაცრი, ჩვენ ამას ვაპროტესტებთ”, - განაცხადა ვაჟა ჩიტაშვილმა.

ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციას დაახლოებით 150 ადამიანი ესწრებოდა. აქციაზე იყვნენ ვანო მერაბიშვილის თანასოფლელებიც, რომლებიც მის დაპატიმრებას შეძახილებით აპროტესტებდნენ.

”უდანაშაულო კაცი დაჭერილია, როგორც იესოს არანაირი დანაშაული არ ჰქონდა და დასაჯეს, ისე დაიჭირეს ვანო მერაბიშვილი უდანაშაულოდ. აბსოლუტურად არანაირი დანაშაული არ მიუძღვის ვანოს, პირიქით ყველაფერი კარგი გააკეთა”, - ამბობს სოფელ უდის მკვიდრი თამარ მამულაშვილი.

ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პროტესტი მშობლიურ კუთხეში [Video]

აქციის მონაწილეები ახალციხეში საკუთარი სახსრებით ჩამოვიდნენ. აქვე იმყოფებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი და მისი მოადგილეები. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის თქმით, ის როგორც რიგითი მოქალაქე, ვანო მერაბიშვილის უკანონოდ დაპატიმრებას აპროტესტებს.

”ამხელა საქმეები გააკეთა, მესხეთ-ჯავახეთი ააშენა, წესრიგი დაამყარა. ახლა მას ასეთი რამე უნდა დამართნოდა?! ხომ შეიძლებოდა, რომ ეს ყველაფერი სიტყვით გაკეთებულიყო და არ დაეჭირათ. ყველაფერი ამ კაცმა გააკეთა, ვიხრჩობოდით მტვერში, გზა დააგო, ამხელა რაბათი ააშენა და ამ კაცის დაჭერა როგორ შეიძლება?”, - კითხულობს სოფელ არლის მკვიდრი პავლე კაჭკაჭაშვილი.
აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა. იუსტიციის სახლთან შემთხვევით მისულმა ლალი ოდიკაძემ საკუთარ პრობლემებზე ისაუბრა, რაც აქციის მონაწილეეობმა გააპროტესტეს.

ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია საქართველოს რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობდა. ახალციხეში აქცია დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.

ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პროტესტი მშობლიურ კუთხეში [Video]

[თამარ თოთაძე, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში „ნაციონალების“ აქცია დაიწყო

რატომ მიაჩნია ვანო მერაბიშვილის განაჩენი დაუსაბუთებლად ვაჟა ჩიტაშვილს?
ახალციხის ციხეში მყოფ 'ნაციონალების' აქტივისტს ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პლაკატი ჩამოართვეს
ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
რატომ ატირდა ვანო მერაბიშვილის დედა 'ნაციონალების' შეხვედრაზე
ვანო მერაბიშვილს თანასოფლელები იესოს ადარებენ [არქივი]