FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში მყოფ 'ნაციონალების' აქტივისტს ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პლაკატი ჩამოართვეს

მთავარიპოლიტიკა 29.03.2014
ახალციხის ციხეში, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე კონცერტზე, „ნაციონალების“ აქტივისტმა ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი პლაკატის გაშლა სცადა, თუმცა, დაცვამ ამის საშუალება არ მისცა.

ახალციხის ციხეში მყოფ 'ნაციონალების' აქტივისტს ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პლაკატი ჩამოართვეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი აქტივისტი ნიკოლოზ ხიზაძე, იმის ნიშნად, რომ ახალციხის ციხე ვანო მერაბიშვილის ინიციატივით აშენდა, შეეცადა კონცერტზე მისი მხარასაჭერი პლაკატი გამოეფინა.

ხიზაძემ პლაკატი წარწერით: „თავისუფლება ვანო მერაბიშვილს“ გაშალა კიდეც, თუმცა, მალევე მასთან ციხის დაცვის წევრები მივიდნენ და პლაკატი ჩამოართვეს.

„ეს ციხე ვანო მერაბიშვილმა ააშენა, თუმცა, დღეს აქ იგი არავის უხსენებია. ამ პლაკატით მინდოდა ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა, თუმცა, ამის საშუალება არ მომცეს“, - ამბობს ნიკლოზ ხიზაძე.

ახალციხის ციხის დირექტორი ელგუჯა ბიჭაშვილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ციხეში კულტურული ღონისძიება მიმდინარეობს და ეს პოლიტიკასთან კავშირში არ არის.

„ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია. კულტურული ღონისძიებაა და პლაკატის გაშლის უფლება არავის აქვს“, - განაცხადა ბიჭაშვილმა.

შეგახსენებთ, ახალციხის ციხეში დღეს სეზონის გახსნასთან დაკავშირებით კონცერტი მიმდინარეობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა დაიწყო
რატომ ატირდა ვანო მერაბიშვილის დედა 'ნაციონალების' შეხვედრაზე
ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს
დღეს მერაბიშვილის ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო
ლაშა ამირეჯიბი ახალციხის ციხის დირექტორის თანაშემწედ ინიშნება
ენმ–ს საარჩევნო პლაკატი საგზაო ნიშანზე [Photo]
ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოდან ციხეში გადაიყვანეს