FM97.5 / LIVE

მეცხოველეობის ბაზარში ვაჭრობის დრო იცვლება

მთავარიეკონომიკა 27.05.2013
წვრილმანი ქურდობის ასაცილებლად, მეცხოველეობის ბაზარში ვაჭრობა 04.00 საათის ნაცვლად 06.00 საათზე დაიწყება.

მეცხოველეობის ბაზარში ვაჭრობის დრო იცვლება
ამ მოთხოვნით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შსს ახალციხის რაიონულმა სამმართველომ მიმართა. გამგებლის მოადგილემ მალხაზ ჟუჟუნაძემ კი სოფლის რწმუნებულებს სთხოვა ინფორმაცია თავიანთ ტერიტორიულ ორგანოში გაავრცელონ.

ბაზრობის დაწყების დროის შეცვლის საკითხი დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად დადგა: ”ბაზრობა უფრო ადრე იწყება, ვიდრე წესით უნდა დაიწყოს. არ ვიცი ამ დროისთვის დირექცია ვერ თუ არ მიდის სამსახურში, მაგრამ ფაქტია, რომ წვრილმანი ქურდობები ხდება და მათი გამოძიება პოლიციას იმის გამო უჭირს, რომ ეს ყველაფერი ქაოსურად, ბაზრის ტერიტორიის მიღმა ხდება”.

ამიტომ, ჟუჟუნაძის თქმით, სამართალდამცავების მიერ ძნელია იმის დადგენა, დანაშაული ნამდვილად მეცხოველეობის ბაზარში მოხდა, თუ ადგილი სხვა მაქინაციებს ჰქონდა.

ჟუჟუნაძეს ეთანხმება ახალციხის მეცხოველეობის ბაზრის დირექტორი იური გელაშვილი: ”განცხადება გვაქვს გამოკრული, რომ ბაზრობა უნდა დაიწყოს 6 საათზე, მაგრამ ადრე მოდიან, კარი დაკეტილი ხვდებათ და გარეთ ვაჭრობენ. ასე დიდი შანსია, რომ მოპარული საქონელი გაიყიდოს. ასევე, გარეთ ვაჭრობის დროს ფერმერები გადასახადს არ იხდიან”.

ამიტომ, ბიუჯეტში შესატანი თანხა რომ არ დაიმალოს, ჟუჟუნაძემ რწმუნებულები გააფრთხილა, რომ ბაზარში საქონელი გასაყიდად მხოლოდ დილის 6 საათისთვის მიიყვანონ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეცხოველეობის ბაზარში თურქულით დაავადებული ძროხა გაიყიდა?
ახალციხის მეცხოველეობის ბაზარმა მუშაობა განაახლა
რა პირობით იყიდება რძის პროდუქტები ახალციხის ბაზარში
მოვაჭრეები ძველ ბაზარში აპირებენ დაბრუნებას
საწყობი ბაზრის ნაცვლად – ბაზრის დირექტორმა 'მერსი ქორფსის' ფულს მიზნობრიობა შეუცვალა
ახალქალაქის ბაზარში ელემენტარული პირობები არ არის
ახალციხის ბაზრის დირექცია ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის ათასი ლარით დაჯარიმდა