FM97.5 / LIVE

მეცხოველეობის ბაზარში თურქულით დაავადებული ძროხა გაიყიდა?

მთავარი 27.05.2013
ახალციხის მეცხოველეობის ბაზარში შეძენილი პირუტყვი თურქულით დაავადებული აღმოჩნდა.

მეცხოველეობის ბაზარში თურქულით დაავადებული ძროხა გაიყიდა?
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში მცხოვრები ფერმერი ბეგლარ ვეშაგური აცხადებს, რომ ძროხა, რომელიც მისმა თანასოფლელმა ახალციხის მეცხოველეობის ბაზარში შეიძინა, თურქულითაა დაავადებული.

”როგორც კი გავიგეთ, რომ ძროხა დაავადებული იყო, სოფლის რწმუნებულს შევატყობინეთ, რომ თურუქლზე აცრა სოფელში რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს”, - ამბობს ვეშაგური.

ურავლის ტერიტორიული ირგანოს რწმუნებულის ბადრი ზაზაძის განცხადებით, თუ თურქულზე აცრა დროულად არ დაიწყო, საქონელს ფერმერები მთაში გარეკავენ და ასე დაავადების გავრცელების ალბათობა იზრდება, რადგან მთაში პირუტყვს აღარავინ აცრის.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სპეციალისტის არტურ ხნკოიანის თქმით, ვაქცინა საქართველოში უკვე ჩამოსულია და აცრები 3 ივნისიდან დაიწყება.

რაც შეეხება დაავადებული პირუტყვის ბაზარში გაყიდვას, ახალციხის მეცხოველეობის ბაზრის დირექტორი იური გელაშვილი აცხადებს, რომ თუ საქონელი ფერმერმა ნამდვილად ბაზარში შეიძინა, პასუხისმგებლობას არ იცილებს: ”მაგრამ, ჯერ ფერმერი უნდა მოვიდეს და მოიტანოს რეგისტრაციის ფურცელი, რითაც დადასტურდება საქონელი ჩვენთან შეიძინა თუ არა. ამის შემდეგ ვნახავთ და დავადგენთ პირტყვი ნამდვილად არის თუ არა დაავადებული თურქულით და მის გამოჯანმრთელებაში დავეხმარებით.
მაგრამ იმ შეთხვევაშიმ თუ ბაზრის ტერიტორიის გარეთ იყიდა ძროხა, ჩვენ პასუხისმგებლები არ ვართ”.

გელაშვილის განცხადებით, ყველა ძროხა ბაზრის შესასვლელშივე ვიზუალურად მოწმდება. რაიმე საეჭვოს შემჩნევის შემთხვევაში, ვეტექიმი კიდევ ერთხელ ათვალიერებს მას: ”თუ ვეტექიმის დანაშაულია, მაშინ ჩვენ მოვეხმარებით, რომ საქონელი განიკურნოს”.

თამუნა უჩიძე
თინათინ ზაზაძე


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეცხოველეობის ბაზარში ვაჭრობის დრო იცვლება
რა გახდა დაავადებული პირუტყვის აცრის გაჭიანურების მიზეზი
სოფელ წირაში მკვდარი ძროხა იპოვეს
ბაზარში ბრუცელოზიანი ხორცი გაიყიდა?!
'ლუკმა გამოეცალა ხალხს ხელიდან' – წინუბანში ბრუცელოზით 28 ძროხა დაავადდა
სოფელ ანდრიაწმინდაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება
ნინოწმინდაში ადგილობრივს 16 სული ძროხა მოპარეს