FM97.5 / LIVE

როგორ ხედავენ მოსწავლეები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.12.2017
ახალციხის პროკურატურამ, უსაფრთხო მოძრაობის თემაზე, ახალციხის სკოლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. მოსწავლეებს თემაზე ნახატები უნდა შეექმნათ.

როგორ ხედავენ მოსწავლეები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას

როგორც პროკურატურაში ამბობენ, 10 დღის განმავლობაში პროკურატურაში 50–ზე მეტი ნამუშევარი შევიდა. მათგან, ჟიურიმ, რომელშიც მხატვარი, ფსიქოლოგი და პროკურატურის თანამშრომლები შედიოდნენ, სამი საუკეთესო შეარჩია.

პირველი ადგილი მესამე საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეს სოსო მინასიანს ერგო.

„სპიდომეტრი დავხატე. ისარი 160–ზეა გაჩერებული. მის ძირში კი საფლავია დახატული. ამ ნახატით ის ვთქვი, რომ გადაჭარბებული სიჩქარე სამწუხაროდ ხშირად სიკვდილით სრულდება“, – ამბობს მინასიანი.

როგორ ხედავენ მოსწავლეები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას

მეორე ადგილი მეხუთე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლემ მარიამ ყურაშვილმა დაიკავა: „ორი ბავშვი დავხატე, გზაზე გადადიან, ერთი უყურადღებოა და გზაზე მაშინ გადადის, როცა მწვანე შუქი არ ანთია, ეს საშიშია“.


როგორ ხედავენ მოსწავლეები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას

მესამე ადგილზე გასული მეექვსე სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ლუკა მუშირი ამბობს, რომ მისი თანატოლები ხშირად საგზაო მოძრაობის წესებს არ იცავენ: „ხშირად ზებრაზე არ გადადიან და ისე გადარბიან გზაზე. დავხატე ორი მანქანა, ერთი სწრაფად მიდის, მეორე ნელა, თან იქ არის “ზებრა“ და გადადის ხალხი. ნახატს დავაწერე, რომ „ზებრაზე“ მანქანებმა ხალხს უნდა დაუთმონ გზა“.

როგორ ხედავენ მოსწავლეები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას

სამივე გამარჯვებულს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ სიგელები გადასცა.

„ბოლო დროს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი გაზრდილია. ამ კონკურსით გვინდოდა, რომ მოსწავლეებში უსაფრთხოების თვალსაზრისით თვითშეგნება აგვემაღლებინა“, – აცხადებს მაღრაძე.

კონკურსი საქართველოს პროკურატურის პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროექტის მიზანი კი დანაშაულის პრევენცია, ასევე პროკურატურისადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლებაა.

როგორ ხედავენ მოსწავლეები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას


[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი უფროსკლასელები მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ
როგორია ‘ტურისტის თვალით დანახული ახალციხე’ – ფოტოკონკურსის დაჯილდოება
პროკურატურის შეხვედრა პირველი სკოლის უფროსკლასელებთან
მოზარდებთან  განხილული სამართლებრივი საკითხები
კონკურსში 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
კონკურსში ‘ჩემი მასწავლებელი’, ორგანიზატორის რჩეული ბორჯომელი მოსწავლე გახდა
მეხუთე სკოლა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში ჩაერთო