FM97.5 / LIVE

მეხუთე სკოლა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში ჩაერთო

მთავარისაზოგადოება » განათლება 28.12.2015
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო-შემეცნებით კამპანიაში, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ.

მეხუთე სკოლა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო-შემეცნებით კამპანიას აგრძელებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, კამპანიაში, ქალაქ თბილისის მსგავსად, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონების საჯარო სკოლებიც ჩაერთვნენ.

შსს-ს წარმომადგენლებმა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულ თემაზე დამზადებული საინფორმაციო სტიკერები დაურიგეს.

კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება. მათ შორის, სპეციალური ტრენინგების გავლის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებს უტარებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაკვეთილებს ჩაუტარებენ
კონკურსი სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე
უსაფრთხოების ათი გაკვეთილი – საგანმანათლებლო პროგრამა მეხუთეკლასელებისთვის
შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს
„არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ – აქცია ახალციხეში
შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს
გამოკითხვა: რას შეცვლის საგზაო მოძრაობის გამკაცრებული წესები [Video]