FM97.5 / LIVE

ბორჯომში მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობა გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.10.2017
ბორჯომში დღეს, 30 ოქტომბერს, მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობა გაიხსნა. შენობა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ გახსნა.

ბორჯომში მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობა გაიხსნა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ბორჯომის მაგისტრატი სასამართლო, რომელიც განთავსებული იყო ძველი სასამართლოს შენობაში, 80-იანი წლების შემდგომ არ გარემონტებულა. მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მომსახურება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული: "ძველი შენობა მდებარეობდა ბორჯომის შემოსასვლელში, რაც არახელსაყრელ ადგილმდებარეობას ქმნიდა, როგორც სასამართლოსთვის ასევე მოქალაქეებისთვის. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მშენებლობა, რომელიც ტენდერით განსაზღვრულ ვადაზე ადრე 2017 წლის 30 აგვისტოს დასრულდა".

მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბოლოო ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 678 129 ლარი.

სასამართლო შენობის საერთო ფართი 520 კვ. მეტრს შეადგენს. სასამართლო სხდომის დარბაზთან ერთად მოწყობილია საკონფერენციო სივრცე, სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამართლეთა ტრეინინგები და სემინარები. ახალ შენობაში მოეწყო სასამართლოს აპარატისა და მოსამართლის სამუშაო ოთახები, საბადრაგო, არქივი, საქმის გასაცნობი ოთახი. სასამართლო შენობის შესასვლელის საერთო ნაწილი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარგებლობისათვის.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რაიონულ სასამართლოს ახალი მოსამართლეები ეყოლება
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა
გიორგი ლონდარიძემ მოსამართლის პოსტი დატოვა
დღეიდან ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა ექნება
ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დღეს განაჩენს გამოუტანენ?
ახალციხის რაიონულ სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს
რა ოდენობის პრემია და დანამატი გაიცა ახალციხის სასამართლოს თანამშრომლებზე