FM97.5 / LIVE

დღეიდან ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა ექნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.03.2020
დღეს, ოთხ მარტს ბორჯომში ევროპული სტანდარტებით მოწყობილი ახალი სამაშველო-სახანძრო სამსახურის შენობა გაიხსნა. ორსართულიან შენობაში მოწყობილია ოთხ სპეცმანქანაზე გათვლილი სპეციალური სადგომი და უზრუნველყოფილია 10-ტონიანი სარეზერვო წყლის სისტემით.

დღეიდან ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა ექნება

ბორჯომის მუნიციპალიტეტს შინაგან საქმეთა სამინიტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქალაქ ბორჯომის სამმართველოს ახალი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. წლების განმავლობაში, ქალაქ ბორჯომში სახანძრო-სამაშველო შენობა არ არსებობდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი განყოფილება სხვადასხვა დანიშნულების შენობებში იყო განთავსებული.

ორსართულიან შენობაში მოწყობილია ოთხ სპეცმანქანაზე გათვლილი სპეციალური სადგომი და იგი უზრუნველყოფილია 10-ტონიანი სარეზერვო წყლის სისტემით.

ახალ შენობაში მეხანძრე-მაშველებს პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად და მოსასვენებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი - თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და საძინებელი ოთახები, სპორტული დარბაზი, ასევე, სამზარეულო და სასწავლო ოთახი, რომელიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქალაქ ბორჯომის სამმართველოს შენობაში, სახანძრო-სამაშველო ძალების გარდა, ამავე სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფიც განთავსდა.

ღონისძიებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბორჯომის სამმართველოს ავტოპარკს უახლესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, "მაგირუსის" მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა გადასცა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტს და საჭიროების შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთის მხარეს სრულად მოემსახურება.

შენობის გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან - თემურ მღებრიშვილთან და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესო ამირანაშვილი.

"მეხანძრე-მაშველის პროფესია არის უაღრესად რთული და რისკებთან დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით, სამსახური ცდილობს, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს და ყველა პირობა შექმნას, რათა ამ ადამიანებმა მოახერხონ და ღირსეულად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ.

მისი თქმით, გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ოთხი ახალი შენობის მშენებლობა, რომელთაგან ერთ-ერთი უმოკლეს ხანში შევა ექსპლუატაციაში.

დღეიდან ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა ექნება

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობა გახსნეს
"რენოს" მარკის სახანძრო მანქანა სამცხე–ჯავახეთს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა
სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა [Photo]
საგანგებო სიტუაციების სამსახურს 30 ევროპული სახანძრო მანქანა დაემატება
ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის ახალი შენობა აშენდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება