FM97.5 / LIVE

ახალციხის #1 სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგები დირექტორის წინააღმდეგ

მთავარისაზოგადოება » განათლება 08.05.2013
ახალციხის პირველი საჯარო სკოლიდან ორწელიწადნახევრის წინ გათავისუფლებული პედაგოგები ამავე სკოლის დირექტორის მაკა ჯანაშვილის კანონდარღვევებზე ალაპარაკდნენ

ახალციხის #1 სკოლიდან გათავისუფლებული  პედაგოგები დირექტორის წინააღმდეგ
”მან მოტყუებით დამაწერინა განცხადება. ჩემი მოშორება ”უნდოდა”. ერთ დღეს ორი განცხადება დამაწერინა, ერთი გათავისუფლების თაობაზე და მეორე კვლავ დაბრუნების. ვერ ვხვდები ეს რაში სჭირდებოდა. ფაქტია, მას ჩემი გაშვება უნდოდა”, - ამბობს ხათუნა ყურმაშვილი, რომელიც ერთ-ერთია ორწელიწადნახევრის წინ სკოლიდან გათავისუფლებულ 14 პედაგოგს შორის.

პირველი საჯარო სკოლიდან ყველა პედაგოგი სხვადასხვა მოტივით გაათავისუფლეს. სამსახურის დაკარგვას ნაწილი უპრეტენზიოდ შეხვდა. ნაწილმა კი გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეშივე სკოლაში დაბრუნებისთვის დაიწყო ბრძოლა. მათ შორის იყო სკოლის ყოფილი დირექტორი ზოია ბალიაშვილიც. იგი ამბობს, რომ სკოლის ამჟამინდელ დირექტორს მაკა ჯანაშვილს მისი ეშინოდა და ამიტომ თავიდან მოიშორა.

გათავისუფლებულმა პედაგოგებმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს მიმართეს.

”ამ პედაგოგებს მაქსიმალურად დავეხმარები, ბევრი კანონდარღვევა აღმოვაჩინეთ და აუცილებლად ვიბრძოლებ”, - ამბობს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ხმალაძე.

დღეს კი ისინი ამავე ორგანიზაციის ოფისში სპეციალურად შეიკრიბნენ და განცხადება ”სამხრეთის კარიბჭესთვის” გააკეთეს. ”სამხრეთის კარიბჭე” ამ პედაგოგების შესახებ მიმდინარე წლის მარტშიც წერდა.

კონკრეტულად რა კანონდარღვევებზე საუბრობენ პედაგოგები, რას ამბობს მაკა ჯანაშვილი და რას ამბობენ რესურსცენტრში, ”სამხრეთის კარიბჭე” დეტალურად ამბებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეს სკოლაში გათავისუფლებულ პედაგოგებს აბრუნებენ
ახალციხის პირველი სკოლა 'ერთსულოვნებას' იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს
გათავისუფლებული პედაგოგები სკოლაში დაბრუნებისთვის იბრძვიან
ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სასამართლოში იჩივლა
აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებულების საქმეში საია ჩაერთო
რატომ ვერ მიიღო ახალციხეში 31–მა მოსწავლემ კომპიუტერი
ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან