FM97.5 / LIVE

ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სასამართლოში იჩივლა

მთავარისიახლე, სამართალი 14.06.2019
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტის გამო გათავისუფლებულმა მათემატიკის პედაგოგმა, თემურ ხუციშვილმა, სკოლის წინააღმდეგ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პედაგოგი სკოლაში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სასამართლოში იჩივლა

თემურ ხუციშვილის ინტერესებს ადვოკატი შალვა გოგოლაძე იცავს.

„ეს არის სამარცხვინო საქმე და, სამართლიანი სასამართლოს შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. ამ საქმეზე შსს–მ ძიებაც შეწყვიტა“, – ამბობს შალვა გოგოლაძე.

პედაგოგის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ 23 იანვარს წერდა, მეორე დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 126 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. უწყებაში გვითხრეს, რომ ძიება შეწყვიტეს, რადგან საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა.

სასამართლო პროცესი დღეს, 14 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა მოპასუხე მხარე, სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე არ გამოცხადდა. მან სასამართლოს განცხადებით მიმართა და ითხოვა, სხდომა გადადებულიყო. მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა განცხადება დააკმაყოფილა.

„ეს ყველაფერი არის ძალით შეკერილი სამქმე. სკოლაში დირექტორს სამი მასწავლებელი ვეწინააღმდეგებოდით ხოლმე და აღარც ერთი არ ვასწავლით იქ. თუნდაც არ აღმადგინონ, ბოლომდე ვიბრძოლებ“, – ამბობს თემურ ხუციშვილი.

37–წლიანი მუშაობის შემდეგ, თემურ ხუციშვილს სკოლა 28 დეკემბერს დაატოვებინეს. მიზეზი მეხუთე კლასთან ჩატარებული ერთ–ერთი გაკვეთილი გახდა. როგორც ამ კლასის მოსწავლეები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებიან, მათემატიკის გაკვეთილზე მათ მასწავლებელს მობილური ტელეფონი დაფის უკან დაუმალეს, შემდეგ კი რამდენჯერმე დაურეკეს: „რომ ვერ აგნებდა, საიდან რეკავდა ტელეფონი, ეძებდა და ამაზე ვიცინოდით. წყობილებიდან გამოვიდა. მერე ერთი ჩვენი კლასელი ბიჭი ოთახიდან გაიყვანა, ის ყველაზე მეტს იცინოდა და იმიტომ“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

N5 სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო, N5 სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს
სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის პროცესზე მოწმეები არ მივიდნენ
სკოლის დირექტორი  გათავისუფლებულ  მასწავლებელთან  მორიგებაზე უარს ამბობს
თემურ ხუციშვილის პროცესზე მოსწავლეები და მასწავლებლები დაიკითხნენ
სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა
თემურ ხუციშვილი: 'დირექტორი ჩემს წინააღმდეგ ბავშვებს წვრთნიდა'