FM97.5 / LIVE

სოფელ საძელში გაზიფიცირებას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 08.03.2018
ახალციხეში, სოფელ საძელში გაზის შეყვანას ითხოვენ. გაზის კომპანიასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სოფლების გაზიფიცირება ეტაპობრივად მიმდინარეობს და მომავალ წელს გაზი საძელსაც ექნება.

სოფელ საძელში გაზიფიცირებას ითხოვენ
ახალციხეში, სოფელ საძელში, 120–მდე კომლი ცხოვრობს. სოფელში გაზი არაა და ამიტომ ყველა შეშით თბება. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების წინ გაზის სისტემა მიწისქვეშ მიმდებარე სოფლებისთვის მათ სოფელზე გავლით გაიყვანეს, თუმცა საძელში გაზი შეყვანილი დღემდე არაა.

„გარშემო ყველა სოფელში გაზია, თან ჩვენს სოფელზე გაიყვანეს, ხომ შეიძლებოდა საძელშიც დაექსელათ“, – ამბობს ადგილობრივი ალბერტ პოღოსიანი.

ადგილობრივების თქმით, სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანის მოთხოვნით, მათ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს თუმცა, უშედეგოდ: „ჩვენ ხომ მთავრობა არ გვყავს! როცა გარშემო ყველა სოფელში გაზია, აქ რატომ არ უნდა იყოს?!“

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირება ეტაპობრივად მიმდინარეობს და 2019 წელს ყველა დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება: „მომავალი წლის გაზაფხულზე გაზი საძელსაც ექნება. ამისთვის მეზობელ სოფელში, პატარა პამაჯში, გაზგამანაწილებელი სადგური უკვე დამონტაჟდა“.

ახალციხის სოფლების გაზიფიცირებას შპს „ინტერგაზი“ ახორცილებეს. კომპანიის დირექტორი ვასილ აბულაძე აცხადებს, რომ გაზიფიცირების სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება: „გაზიფიცირების პროცესი, ახალციხის დაახლოებით შვიდ სოფელში უკვე დაწყებულია, მივყვებით და რა თქმა უნდა სოფელ საძელსაც გავივლით“.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 256 დასახლებული პუნქტიდან 104–ია გაზიფიცირებული
‘თუ გაზი შემოვა, ტყე შეინახება’ – საკირეში გაზიფიცირებას ითხოვენ [Video]
წინასწარ გადახდილი თანხა და დაგვიანებული გაზიფიცირება ახალქალაქში
ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს
ახალქალაქის სოფლებში გაზიფიკაცია გვიანდება
სამცხე–ჯავახეთის 195 სკოლიდან 122 შეშის ღუმელით თბება
ადიგენში გაზიფიცირება გაგრძელდება