FM97.5 / LIVE

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 19.10.2017
ახალციხეში, ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული 27 წლის მამაკაცი, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ მას ერთი წელი პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა გუშინ, 18 ოქტომბერს გაიმართა. პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნით სიტყვები წაიკითხეს, რის შემდეგაც ბრალდებულ გ.კ–ს მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებით, 27 წლის მამაკაცს ცოლის ქამრით ცემისთვის ერთი წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდა, რომელსაც გ.კ საპატიმროს ნაცვლად სახლში გაატარებს. მსჯავრდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ადვოკატისთვის ნუგზარ სამარჯიშვილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: „ეს გადაწყვეტილება თუ დადგებოდა ნამდვილად არ ველოდი, ვფიქრობდი ექვს თვიან პატიმრობას მისცემდნენ, თუმცა ყველანაირი გირაოსა და პატიმრობის გარეშე, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ“.

რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება სასამართლომ, მხარეებს კანონით გათვალსწინებულ, 14 დღის ვადაში ეცნობებათ.

გაასაჩივრებს თუ არა მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე, ამაზე პროკურატურაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე, ოჯახში ძალადობის მუხლით ედებოდა. მას გამოძიება ბრალს იმ ქალის ცემაში დებდა, ვისთან ერთადაც ორი წელია ცხოვრობს და შვილი ჰყავს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცოლის მუქარაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულისათვის მხარეები საპროცესოზე  მსჯელობენ
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულს პროკურატურა საპროცესოს არ გაუფორმებს
27 წლის მამაკაცს, მასთან მცხოვრები ქალის ქამრით ცემისთვის, პატიმრობა შეუფარდეს
ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ცოლის ქამრით ცემისთვის გასამართლებულს  ახლა ცოლის მუქარაში ადანაშაულებენ
ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს განაჩენი გამოუტანეს