FM97.5 / LIVE

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულს პროკურატურა საპროცესოს არ გაუფორმებს

მთავარისიახლე, სამართალი 11.10.2017
ახალციხეში, 27 წლის მამაკაცს, რომელიც ცოლის ქამრით ცემაშია ბრალდებული, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას არ გაუფორმებს. ამის შესახებ ბრალმდებელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულს პროკურატურა საპროცესოს არ გაუფორმებს

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს, 11 ოქტომბერს 16:00 საათზე გაიმართა. თავდაპირველად დაცვის მხარეს სხდომის გადადება სურდა იმ მოტივით, რომ პროკურატურისგან საპროცესოს გაფორმების შესახებ პასუხი მიღებული არ ჰქონდა, თუმცა პროკურორმა კახა ლეკიშვილმა განუცხადა, რომ საპროცესო შეთანხმება არ შედგებოდა.

„სამწუხაროდ საპროცესო შეთანხმება, არ შედგება“, – განაცხადა ლეკიშვილმა, თუმცა მიზეზი არ განუმარტავს.

მიუხედავად პროკურორის ამ განცხადებისა, ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, აღნიშნულზე ოფიციალური განცხადება არ მიუღია, ამიტომ იმედოვნებს, რომ პროკურატურა დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ახლა მესმის რომ პროკურატურა უარზეა. ერთ კვირას კიდევ ვითხოვთ, რომ საბოლოო პასუხი მოვიდეს და მერე გავაგრძელოთ სასამართლო სხდომა“, – განაცხადა ნუგზარ სამარჯიშვილმა.

დღესვე პროკურორმა სხდომაზე შესავალი სიტყვაც წაიკითხა. იმ შემთხვევაში თუ ბრალდება საბოლოოდ საპროცესო შეთანხმებაზე უარს იტყვის, ნუგზარ სამარჯიშვილი შესავალ სიტყვას შემდეგ სხდომაზე წაიკითხავს, რომელიც 18 ოქტომბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე, ოჯახში ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული. მას ბრალად ედება იმ ქალის ცემა, ვისთან ერთადაც ორი წელია ცხოვრობს და შვილი ჰყავს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულისათვის მხარეები საპროცესოზე  მსჯელობენ
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული ბოდიშს იხდის და  გათავისუფლებას ითხოვს
ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
27 წლის მამაკაცს, მასთან მცხოვრები ქალის ქამრით ცემისთვის, პატიმრობა შეუფარდეს
"ლენდოს" ყაჩაღობაში  ბრალდებულისათვის საპროცესო შეთანხმება ვერ ფორმდება
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს საპროცესოზე უარი ეთქვა