FM97.5 / LIVE

ცოლის ქამრით ცემისთვის გასამართლებულს ახლა ცოლის მუქარაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, სამართალი 05.06.2018
27 წლის კაცი, რომელსაც სასამართლომ ცოლის ქამრით ცემისთვის ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, საპატიმროს დატოვებიდან თვენახევარში ისევ ცოლის მუქარისთვის დაიჭირეს.

ცოლის ქამრით ცემისთვის გასამართლებულს  ახლა ცოლის მუქარაში ადანაშაულებენ

„რაც ციხიდან გამოვიდა, ჩემი ოჯახის წევრების ხელყოფით მემუქრებოდა და მეუბნებოდა, რომ ბავშვს წამართმევდა“, – ამბობს ბრალდებულის მეუღლე ც.გ.

მუქარამდე მან ქმარს ქამრით ცემისთვის უჩივლა. მაშინ გ.კ. დაიჭირეს. ბრალდებულს სასამართლომ სამთვიანი განხილვის შემდეგ ერთი წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, ციხის დატოვებიდან თვენახევარში ის ისევ დააკავეს, ამჯერად მეუღლემ მას პროკურატურაში მუქარის გამო უჩივლა. თუმცა, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 5 000 ლარი შუფარდა და უკვე მეორედ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ახლა ახალციხის რაიონული სასამართლო საქმეს არსებითად იხილავს.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ გ.კ. ცოლთან არ დაბრუნებულა. იგი ყოფილ ცოლს შეურიგდა და ამ დრომდე მასთან ერთად ცხოვრობს.

„თავიდან ვატყუებდი და ვეუბნებოდი, რომ ყოფილ ცოლთან შერიგებული არ ვიყავი. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ თუ გაიგებდა პირველ ცოლთან ვცხოვრობდი, ბავშვს აღარ მაჩვენებდა. ერთხელ მასთან ვიყავი, ბავშვს ფოტო გადავუღე და ზუსტად მაშინ ჩემ ტელეფონში ნახა ჩემი ფოტოები, რომლებიც ყოფილი ცოლის დაბადების დღეზე მქონდა გადაღბული, ამაზე იეჭვიანა, გაბრაზდა და პროკურატურაში მიჩივლა. მხოლოდ ეს იყო მიზეზი, თორემ ჩემი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა“, – ამბობს ბრალდებული გ.კ.

სასამართლოს მისმა ცოლმა ჩვენება უკვე მისცა. ქალმა სხდომაზეც დაადასტურა, რომ მას ბრალდებული დედ–მამის მოკვლით და ძმის დასახიჩრებით ემუქრებოდა.

„ასეთი ჩვენება მან იმიტომ მისცა და მეორედაც იმიტომ უჩივლა, რომ პირველად როცა ქამრით ცემაში დაადანაშაულა, სასამართლომ პატიმრობა არ შეუფარდა, მას კი უნდოდა რომ ეს ციხეში ჩაესვათ“, – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.

გ.კ. საქმეზე მომდევნო სხდომა შვიდ ივნისს 15:00 საათზეა გაიმართება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმეზე დაზარალებულის მამა დაკითხეს
ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმე – რა წერია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში
ცოლის მუქარაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
27 წლის მამაკაცს, მასთან მცხოვრები ქალის ქამრით ცემისთვის, პატიმრობა შეუფარდეს
ცოლის მკველელობაში ბრალდებულის სასამართლო ისევ გადაიდო