FM97.5 / LIVE

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულისათვის მხარეები საპროცესოზე მსჯელობენ

მთავარისიახლე, სამართალი 26.09.2017
ახალციხეში, ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული საპატიმროდან შესაძლოა საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლონ. აღნიშნულის შესახებ, პროკურატურას ადვოკატმა უკვე მიმართა.

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულისათვის მხარეები საპროცესოზე  მსჯელობენ

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა დღეს, 26 სექტემებრს გაიმართა. პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო.

წინასასამართლო სხდომის გადადება მხარეებმა თავად ითხოვეს, რადგან პროკურატურა ბრალდებულისათვის საპროცესო შეთანხმების საკითხს განიხილავს. პასუხი სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს ჩანიშნულ პროცესზე გახდება ცნობილი.

ბრალდებულის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ვარაუდობს, რომ პროკურატურა მის შეთავაზებას დაეთანხმება: "ვფიქრობ, რომ ბრალდება უარს არ იტყვის რადგან, დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და პრეტენზიები არ აქვს".

ნუგზარ სამარჯიშვილმა პროკურატურას განცხადებით 12 სექტემბერს მიმართა, რომლის მიხედვითაც იგი ბრალდებულისათვის სამი თვით პატიმრობას ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ პროკურატურის თანხმობაც იქნება, გ.კ საპატიმრო დაწესებულებას 22 ოქტომბერს დატოვებს, რადგან სამ თვიანი პატიმრობის ვადა, სწორედ ამ დროს იწურება.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე, ოჯახში ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული. მას ბრალად ედება იმ ქალის ცემა, ვისთან ერთადაც ორი წელია ცხოვრობს და შვილი ჰყავს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულს პროკურატურა საპროცესოს არ გაუფორმებს
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული ბოდიშს იხდის და  გათავისუფლებას ითხოვს
27 წლის მამაკაცს, მასთან მცხოვრები ქალის ქამრით ცემისთვის, პატიმრობა შეუფარდეს
"ლენდოს" ყაჩაღობაში  ბრალდებულისათვის საპროცესო შეთანხმება ვერ ფორმდება
ცოლის მკველელობაში ბრალდებულის სასამართლო ისევ გადაიდო
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო გადაიდო