FM97.5 / LIVE

27 წლის მამაკაცს, მასთან მცხოვრები ქალის ქამრით ცემისთვის, პატიმრობა შეუფარდეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 25.07.2017
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, 27 წლის ახალციხელ მამაკაცს, რომელსაც ბრალი იმ ქალის ცემაში ედება, ვისთან ერთადაც ცხოვრობს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

27 წლის მამაკაცს, მასთან მცხოვრები ქალის ქამრით ცემისთვის, პატიმრობა შეუფარდეს

27 წლის მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე, ოჯახში ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული. მას ბრალად ედება იმ ქალის ცემა, ვისთან ერთადაც ორი წელია ცხოვრობს და შვილი ჰყავს.

გ.კ.–სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 25 ივლისს იმსჯელა. როგორც სასამართლოზე გაირკვა, მის მიმართ ორჯერ შემაკავებელი ორდერიც იყო გამოწერილი. სწორედ ამ მოტივით ითხოვა პროკურორმა კახა ლეკიშვილმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება.

პროკურორის თქმით, გ.კ დაზარალებულ ც.გ-ს შეურაცხყოფაში ადრეც იყო შემჩნეული, მიმდინარე წელის 30 აპრილსა და 8 ივნისს შემაკავებელი ორდერებიც გამოიცა, რაც მსგავს ქმედებას უკრძალავდა, თუმცა, იგი აღნიშნულს არ დაემორჩილა და ქალს 23 ივლისს, ღამით, ქამრით გაუსწორდა. აღნიშნულზე დანიშნულია სასამართლო ექსპერტიზაც.

ამას ადასტურებს ბრალდებულის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილიც, რომელმაც სასამართლო სხოდამზე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება ითხოვა, გირაოს ოდენობა სასამართლოს უნდა შეერჩია. მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„შემაკავებელი ორდერები ჰქონდა მაგრამ, მაშინ ფიზიკურად არ შეხებია. არ უნდა იყოს ამ მუხლზე პატიმრობის გამოყენება, რადგან ასეთი მძიმე მუხლიც არ არის“, – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მან დღეს სასამართლოს განუცხადა, რომ მსგავს დანაშაულს აღარ ჩაიდენდა, რადგან ქალი, რომლის ცემაშიც ადანაშაულებენ, უყვარს მათ მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ და მათთან ცხოვრების გაგძელება სურს.

„ჩემი შვილი ავად არის, სპეციალური კვება სჭირდება, თუ დამაკავებთ, ვეღარ ვიმუშავებ და ვერ მივხედავ. ჰესის გვირაბის მშენებლობაზე ვმუშაობ, ოღონდ გამათავისუფლეთ და გვირაბიდან საერთოდ აღარ გამოვალ“, – განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.
მოსამართლემ არც ადვოკატის შუამდგომლობა გაიაზიარა არც ბრალდებულის მიმართვა გაითვალისწინა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

შვილის მხრიდან ქალზე ძალადობას არ უარყოფენ ბრალდებულის მშობლები, მაგრამ, ისინი ამბობენ, რომ არც ქალს არ აღიარებენ რძლად და არც ბავშვს შვილიშვილად.

„მე მყავს რძალიც და 3 წლის შვილიშვილიც. ისინი ჩემს სახლში ცხოვრობენ. მოდიოდა ხოლმე ბავშვის სანახავად, მაგრამ დიდი ხანია სახლიდან გავაგდე, რადგან, იმ ქალთან [ვინც ცემა. ს.კ] უნდოდა ყოფნა“, – ამბობს ბრალდებულის მამა.

დღეს, სასამართლო სხდომაზე, არც დაზარალებული და არც მისი ახლობლები არ გამოჩენილან.

შემდეგი სასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა. რადგან ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ადვოკატი საპროცესო შეთანხმების თაობაზე პროკურატურაში განცხადებას შეტანას გეგმავს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული ბოდიშს იხდის და  გათავისუფლებას ითხოვს
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულს პროკურატურა საპროცესოს არ გაუფორმებს
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
40 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულისათვის მხარეები საპროცესოზე  მსჯელობენ
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს