FM97.5 / LIVE

როგორ უნდა მოგვარდეს საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა ახალციხეში -კანდიდატების ხედვები

მთავარისიახლე, არჩევნები 19.10.2017
რა გეგმები აქვთ ახალციხის მერობის კანდიდატებს, საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემის მოსაგვარებლად.

როგორ უნდა მოგვარდეს საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა ახალციხეში -კანდიდატების ხედვები

N2 ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“: გავაკეთებ ფასიან საპირფარეშოებს. იქნება პასუხისმგებელი კონკრეტული ადამიანი, რომლიც იქ იმუშავებს და იზრუნებს იმაზე, რომ დაცული იყოს სანიტარული და ჰიგიენური ნორმები.

ყველგან შეიძლება ამის გაკეთება. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გაკეთდება. თუ იქნება ისეთი ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაშია, გამოვნახავთ საერთო ენას, ადამიანებს კი არ წავართმევთ საკუთრებას, ჩანაცვლებით ან ბიზნეს ინტერესების გაჩენით გავაკეთებთ საპირფარეშოებს.

ხუთი საპირფარეშო მაინც უნდა გაკეთდეს. ტურისტები დადიან, მე ისინი მინახავს რუსთაველის ქუჩაზეც და უნივერსიტეტის მხარეზეც. ძველ და ახალ დასახლებაში, ყველა მიმართულებით უნდა იყოს საპირფარეშო. ამას ააშენებს მერია და ის იქნება პასუხისმგებელი.

N5 ირაკლი ბარძიმაძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: საზოგადოებრივი საპირფარეშოები რა თქმა უნდა პრობლემაა. შეიძლება ამისთვის ადგილები გამოიყოს, მაგრამ სხვადასხვა ობიექტს უნდა შევთავაზოთ და დავაინტერესოთ, რომ მათ ქონდეთ მაღალი დონის კეთილმოწყობილი საპირფარეშოები.

ჩვენ რომ ავდგეთ და პლასტმასის საპირფარეშოები დავაყენოთ ქალაქში, ეს უფრო დაამახნიჯებს ქალაქის იერსახეს.
„ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ნაგავს მიაქვს, უნდა გაკეთდეს აუცილებლად. ჩათვალეთ, რომ ერთ დიდ პრობლემას მოვაგვარებთ. ტურისტების ძირითადი ნაკადი მიდის „ახალციხის ციხეზე“.

N8 ჯუმბერ ინასარიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: ეს პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა ტურისტული ქალაქისათვის, რომელიც სასწრაფოდ გადასაჭრელია. პირველ რიგში საჭიროა, დავაინტერესოთ კერძო ინვესტორები. შემდგომ კი გამოიძებნოს საამისოდ ადგილები, სადაც მოეწყობა საზოგადოებრივი ტუალეტები.

თუ ასეთები არ მოიძებნა, მერიამ სასაწრაფოდ თვითონ უნდა გააშენოს და შემდგომ გადასცეს სამართავად კერძო სექტორს, რომელსაც ხელშეკრულებით განესაზღვრება ექსპლუატაციის პირობები და ფასი.

N31 ჯიმშერ გოგოლაური – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“: ქალაქში არის ადგილები, სადაც განთავსდება საპირპარეშოები და რა თქმა უნდა იქნება უფასო.

N41 ზაზა მელიქიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“: ახალციხის მუნიციპალიტეტს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ამიტომ ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის სრულყოფა-განვითარება იქნება.

ნამდვილად საჭიროა ქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა. ამჟამად არსებული და დაკეტილი საპირფარეშოები გაიხსნება. დამატებით კი საჭირო ადგილებზე აშენდება ახალი საპირფარეშოები, რომლებსაც ეყოლება თავიანთი მეთვალყურე, რომელიც გაუწევს მომსახურებას.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არჩევნების შედეგები – ახალციხე [სრული]
ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე
ახალციხის მერობის კანდიდატები გარევაჭრობის პრობლემაზე
ახალციხის რვა სოფელში საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში – კანდიდატების გეგმები
როგორ აპირებენ ქუჩის ძაღლების პრობლემის მოგვარებას ახალციხის მერობის კანდიდატები
არჩევნების შედეგები – ახალქალაქი [სრული]