FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობის კანდიდატები გარევაჭრობის პრობლემაზე

მთავარისიახლე, არჩევნები 19.10.2017
როგორ უნდა მოგვარდეს გარე ვაჭრობის პრობლემა ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე - ნახეთ რა გეგმები აქვთ ახალციხის მერობის კანდიდატებს.

ახალციხის მერობის კანდიდატები გარევაჭრობის პრობლემაზე

N2 ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“: მოქმედმა მერმა ეს პრობლემა მწვავედ დააყენა, გადმოსულ კიბეებზე. ეს არ იყო ცუდი მოსაზრება, მაგრამ გარკვეულწილად, ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას. ისეთი კვების პროდუქტები, როგორიც არის ხორცი, ხილი და ბოსტნეული, არ უნდა იყოს ქუჩაში გამოფენილი.

ახალციხე უფრო ტურისტული მიმართულებით უნდა განვითარდეს. არის ცენტრალური ბაზარი, მაგრამ შეიძლება ქალაქშიც ხელი შეეწყოს თუ პატარ–პატარა სუპერამრკეტები გაჩნდება, სისუფთავეც იქნება და სანიტარული ნორმებიც იქნება დაცული.

ნელ–ნელა უნდა ვეცადოთ ქალაქში გარევაჭრობა აღარ იყოს, თავად მოვაჭრეებმა გამონახონ იოლი გზები, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს. უცხოელების თვალში არ გამოვჩნდეთ, როგორც უსუფთაო ქალაქი. 4–5 წლის განმავლობაში ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს.

N5 ირაკლი ბარძიმაძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: ამ თემაზე მთავრობამ სერიოზულად იმუშავა, გარევაჭრობა კი არა, შიდავაჭრობა აღარ არის, ამიტომ, გეტყვით ,რომ ახალციხეს გარევაჭრობის დიდი პრობლემა არ აქვს. თავისუფლად შეიძლება დაინტერესება იმ ადამიანების , სადაც არის ფართები, იქ შევიდნენ და ივაჭრონ.

შეიძლება მოველაპარაკოთ ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე შენობების მეპატრონეებს, მაგალითად, „დომბიტის“ მეპატრონეს, რომელიც შეიძლება დააინტერესო და გამოუყოს მოვაჭრეებს ფართი.

ჩვენთან გარევაჭრობის დიდი პრობლემა არ არის და არ მგონია ამ პრობლემის მოგვარებას ხალხი ითხოვდეს.

N8 ჯუმბერ ინასარიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: გარევაჭრობა ახალციხეში აღარ წარმოადგენს ისეთივე პრობლემას, როგორიც იყო რამდენიმე წლის წინ. ეს იმიტომ, რომ თვითონ ხალხი ირჩევს ცივილურ ფორმას, შენობაში შესვლას და იქ ვაჭრობას. ხოლო ვისაც არა აქვს იმის საშუალება, რომ ქირა გადაიხადოს, არ უნდა შევუშალოთ ხელი ლუკმაპური იშოვოს გარე ვაჭრობით.

N31 ჯიმშერ გოგოლაური – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“: ქალაქში არსებობს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, სადაც უნდა განათავსონ საკუთარი საქონელი, ვინაიდან ქუჩაში არის ანტისანიტარია.

N41 ზაზა მელიქიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“:პირველი რასაც გავაკეთებ, დავიწყებ გარე-მოვაჭრეებთან შეხვედრებს და მათთან ერთად მივიღებ ერთობლივ გადაწყვეტილებას, ისე რომ დაზარალებული არავინ დარჩეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არჩევნების შედეგები – ახალციხე [სრული]
როგორ უნდა მოგვარდეს საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა ახალციხეში -კანდიდატების ხედვები
ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე
31 კაცი და 1 ქალი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
მაჟორიტარობის კანდიდატები ახალციხეში
არჩევნების შედეგები – ახალქალაქი [სრული]
ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [სია]