FM97.5 / LIVE

როგორ აპირებენ ქუჩის ძაღლების პრობლემის მოგვარებას ახალციხის მერობის კანდიდატები

მთავარისიახლე, არჩევნები, საზოგადოება 18.10.2017
ახალციხეში ერთ–ერთ მთავარი პრობლემა უპატრონო ძაღლებია. როგორ და რა გზებით გეგმავენ ამ პრობლემის მოგვარებას ახალციხის მერობის კანდიდატები გამარჯვების შემთხვევაში.

როგორ აპირებენ ქუჩის ძაღლების პრობლემის მოგვარებას ახალციხის მერობის კანდიდატები

N2 ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“
არსებობს კანონი ძაღლების ყოლის შესახებ და ის უნდა ავამოქმედოთ. პარალელურად, უნდა მოხდეს ამ ძაღლების თავშესაფრების გაკეთება არა ბიუჯეტის ხარჯზე, არამედ, უნდა მოვიძიოთ და დავაინტერესეთ კერძო სტრუქტურები, რომლებიც დაინტერესდებიან ამ უპატრონო ძაღლების მოვლა–შენახვით. ზოგი ჰუმანური კუთხით შეხედავს. ზოგს შესაძლოა ბიზნეს ინტერესებიც გავუჩინოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ გადავცეთ ქალაქში ობიექტი და ვუთხრათ, რომ ამასთან ერთად 5 წლის განმავლობაში ვალდებული ხართ თქვენ, რომ უპატრონი ძაღლებს მოუაროთ და გყავდეთ თავშესაფარში.

იყვნენ ადამიანები,რომლებსაც ყოფილი სასაზღვროს ტერიტორიაზე სტუდენტური ქალაქის გაკეთება უნდოდათ, ამ ადამიანებს გავესაუბრებით და შევთავაზებთ გადმოგცემთ ამ ადგილს, მაგრამ მოუვლით ძაღლებს 4–5 წლის მანძილზე. ეს პრობლემა 80%–ით გადაიჭრება. არ ვაპირებთ ძაღლები გავწყვიტოთ და არც ვაპირებთ რომ ძაღლების შესანახად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯოს თანხა.

N5 ირაკლი ბარძიმაძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ჩვენ გვაქვს ამაზე სპეციფიკური ხედვა. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ძაღლების თავშესაფარი. ამაში ჩართული იქნება მოსახლეობა, ინვესტორი, დაინტერესებული პირი. უნდა გაკეთდეს თავშესაფარი, თუმცა ამას გააკეთებს პიროვნება, რომელიც ამ საქმით დაინტერესდება და შესაბამისი გამოცდილებაც ექნება. მას ექნება თანაინვესიტრება. ქალაქგარეთ გაკეთდება თავშესაფარი.

უპატრონო ძაღლებს შორის არის ჯიშიანი ძაღლებიც. ვინც ამ თემით დაინტერესდება, ჩვენ გავუწევთ ლობირებას მის პროექტებს. შევახვედრებთ ანალოგიურ თემებზე მომუშავე არასამთავრობოებებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

იქნება მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა, – მუნიციპალიტეტი პრობლემის მოსაგვარებლად გასცემს თანხას, თუმცა არ იფიქრებს მოგებაზე. ეს თავდაპირველად იქნება 200 000–დან 300 000–მდე, შემდგომ წლებში უფრო ნაკლებს გაიღებს მუნიციპალიტეტი. ეს არის დიდი თანხა, თუმცა უპატრონო ძაღლებიც დიდი პრობლემაა.

N8 ჯუმბერ ინასარიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
თავშესაფარი დაფინანსება - ნაწილობრივ, ბიუჯეტით და ნაწილობრივ, კერძო ინვესტიციებით. თანდათან მთლიანად კერძო ინვესტიციებზე გადასვლით.

N31 ჯიმშერ გოგოლაური – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“
აუცილებლად უნდა გაკეთდეს უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი.

N41 ზაზა მელიქიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“

საკითხი ცდება მუნიციპალიტეტის მასშტაბებს, შემუშავებულია პროექტის ძირითადი კონცეფცია, მომზადდება ინტერ მუნიციპალური პროექტი, რომლის ფარგლებში მოეწყობა შესაბამის სტანდარტებზე გათვლილი რეგიონული ძაღლების თავშესაფარი. პირველად მუნიციპალიტეტში უპატრონო ძაღლებზე ვიზრუნებთ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არჩევნების შედეგები – ახალციხე [სრული]
დღის კითხვა: როგორ უნდა მოგვარდეს უპატრონო ძაღლების პრობლემა [Video]
'ძაღლებს სცემენ და მეც მომიძულეს' - ქუჩის ძაღლების გულშემატკივარი
თავშესაფრის აშენებამდე მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაცია–კასტრაციას უტარებენ
როგორ უნდა მოგვარდეს საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა ახალციხეში -კანდიდატების ხედვები
ახალციხის მერია მაწანწალა ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობას გეგმავს
ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე