FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, საზოგადოება 18.10.2017
როგორ უნდა მოგვარდეს პარკინგის პრობლემა ახალციხეში, რაში ხედავენ გამოსავალს მერობის კანდიდატები და სად შეიძლება გაკეთდეს ავტოსადგომი, რომელიც ცენტრალურ ქუჩებს განტვირთავს – მერობის კანდიდატების ხედვები ქალაქის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე.

ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე

N2 ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“: ქალაქში დარჩა ადგილები სადაც შეიძლება საპარკინგე ტერიტორიები გამოიყოს. ქალაქის მერიამ ცენტრალურ ქუჩებზე უნდა გამოყოს ადგილები, მაგალითად კოსტავას ქუჩაზე უნდა დაიხაზოს და ადამიანებს ავტომანქანების გაჩერების საშუალება უნდა მიეცეს. შეიძლება ქალაქმა ვერ აიტანოს, მაგრამ უნდა გამოინახოს ადგილი, დაიხაზოს და კეთილმოეწყოს. მიმდებარე ქუჩებზეც შეიძლება გამოიყოს ადგილი. რომელი ქუჩაც მოგვცემს ამის საშუალებას გავაკეთებთ, ეს იქნება უფასო პარკინგი, ქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე. ყველაფერს კომერციული თვალით არ უნდა შევხედოთ.

N5 ირაკლი ბარძიმაძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: პარკინგის პრობლემა ძირითადად ცენტრალურ ქუჩაზეა. ჩვენ გვაქვს გეგმაში კულტურის სახლის მშენებლობა. გვაქვს რამდენიმე პროექტი, ეს უნდა გაკეთდეს მსხვილბიზნესთან თანაინვესტირებით. ამ შემთხვევაში პარკირების პრობლემა ნაწილობრივ გადაწყდება, რადგან კულტურის სახლის უკან არის ეზო, სადაც შეიძლება ორდონიანი პარკინგი გაკეთდეს. ინვესტორი ახალ კულტურის სახლს ააშენებს, სადაც პირველ სართულზე სავაჭრო ცენტრს გახსნის, მეორე სართულზე კი კულტურის სახლი იქნება, მის უკან კი პარკინგი.

N8 ჯუმბერ ინასარიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: ქალაქში, სადაც შესაძლებელია, უნდა გაშენდეს მიწისქვეშა ავტოსადგომები და ავტოსადგომისათვის მცირე, მაგრამ აუცილებელი გადასახადი დაწესდეს, რათა არავის გაუჩნდეს სურვილი სამასი მეტრი გაიაროს სამსახურამდე ავტომანქანით და სამსახურის დამთავრებამდე დაიკავოს ადგილი, ქალაქის ცენტრში, ავტოსადგომზე. რაც გაათავისუფლებს ადგილებს იმისათვის, რომ ქალაქში შემოსულ სტუმარს ჰქონდეს საშუალება რამოდენიმე წუთით გააჩეროს მანქანა.

N31 ჯიმშერ გოგოლაური – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“: პირველ რიგში სწორად უნდა იყოს დახაზული საპარკინგე ადგილი, რაც თავისებურად მოაგვარებს ამ პრობლემას.

N41 ზაზა მელიქიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“: ჩემთვის ცნობილია, რომ ქალაქში აღნიშნული საკითხი მოსაგვარებელია, განსაკუთრებით გადატვირთულია ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ამიტომ, მოხდება დამატებითი ტერიტორიების გამოყოფა და პარკინგის მოწყობა. მოსახლეობას საშუალება ექნება ნორმალურ პირობებში დააპარკინგონ კუთვნილი ავტომობილები.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არჩევნების შედეგები – ახალციხე [სრული]
როგორ უნდა მოგვარდეს საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა ახალციხეში -კანდიდატების ხედვები
ახალციხის მერობის კანდიდატები გარევაჭრობის პრობლემაზე
არჩევნების შედეგები – ახალქალაქი [სრული]
31 კაცი და 1 ქალი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
მაჟორიტარობის კანდიდატები ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთში მერობის 31 და მაჟორიტარობის 321 კანდიდატია