FM97.5 / LIVE

ახალციხის რვა სოფელში საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.09.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოსაწყობად, თვითმმართველობა ტენდერებს აცხადებს. მათი საერთო ღირებულება 108 242 ლარია.

ახალციხის რვა სოფელში საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა

ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული ერთი ტენდერის ფარგლებში, საპირფარეშოები მოეწყობა წყორძაში, ფერსაში, გიორგიწმინდასა და ანდრიაწმინდაში, საერთო ღირებულებით 54 121 ლარი.

მეორე ტენდერის მიხედვით კი, ასეთივე საპირფარეშოები უნდა მოეწყოს ივლიტაში, წყრუთში, სვირსა და აწყურში. თანხის საერთო ოდენობა, ამ შემთხვევაშიც, 54 121 ლარია.

სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

„ამ წელს სხვა სოფლებში საპირფარეშოების მოწყობა არ იგეგმება. ეს სოფლები მერის წარმომადგენლების თხოვნით შეირჩა“, - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

საპირფარეშოების მოსაწყობად ტენდერები 20 სექტემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი ორ ნოემბერს დასრულდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის შვიდ სოფელში საპირფარეშოები მოეწყობა
საზოგადოებრივი საპირფარეშოები ახალციხეში [photo]
როგორ უნდა მოგვარდეს საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა ახალციხეში -კანდიდატების ხედვები
ახალციხეში 16 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება
ასპინძის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
ახალციხის სამ სოფელში სკვერი მოეწყობა
'მივწერე ყველა სკოლას, რომ პრობლემა მოეგვარებინათ' – ასპინძის სკოლებში საპირფარეშოები შეაკეთეს