FM97.5 / LIVE

ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

მთავარისიახლე, არჩევნები 11.09.2017
ასპინძის #39–ე საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 13–კაციანმა კომისიამ ამ პოზიციაზე ნიკოლოზ ლოლაძე ერთხმად აირჩია.

ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარდგენილი.

კომისიამ, რომელშიც საოლქოს ექვსი მუდმივმოქმედი და შვიდი პარტიების მიერ დასახელებული წევრია, კომისიის თავმჯდომარედ ყოფილი მდივანი ნიკოლოზ ლოლაძე აირჩია.

როგორც ლოლაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, სახელობითი კენჭისყრა ჩატარდა, რომელზეც წევრებს პოზიცია ხელის აწევით უნდა დაეფიქსირებინათ.

სახელობითი კენჭისყრითვე აირჩიეს საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი მდივანიც. ეს პოზიცია ახალდანიშნულმა კომისიის წევრმა ნინო ბერიძემ დაიკავა.

ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ამავე საოლქოში 2010 წლიდან მუშაობს. იგი ჯერ კომისიის დროებითი წევრი იყო, 2012 წლიდან კი მდივანი.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის საოლქო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ როსტომ მაგრაქველიძემ თანამდებობა 1 სექტემბერს დატოვა. იგი ამ პოზიციას 11 წლის განმავლობაში იკავებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, როსტომ მაგრაქველიძე „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ასპინძის მერობის კანდიდატად დაასახელა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა
ასპინძის საოლქო კომისია თავმჯდომარეს ერთ კვირაში აირჩევს
ვინ არიან ასპინძის საოლქო კომისიის  წევრები
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, თეა გავაშელი აირჩიეს
ასპინძის გამგებლის ყოფილი მოადგილე საოლქო კომისიის წევრიც აღარაა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ასპინძის საოლქო კომისიამ დასკვნითი საჯარო შეხვედრა გამართა