FM97.5 / LIVE

ორგორის დამწვარი სკოლა და ხუთი კილომეტრი მეზობელ სოფლამდე

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.05.2013
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორაში უკვე ხუთი თვეა სკოლა აღარ ფუნქციონირებს. მოსწავლეები მეზობელი სოფლის სკოლაში დადიან და ყოველდღიურად ხუთი კილომეტრის გავლა უწევთ.

ორგორის დამწვარი სკოლა და ხუთი კილომეტრი მეზობელ სოფლამდე
სოფელ ორგორაში სკოლა გასული წლის დეკემბერში დაიწვა. ხანძარი გაუმართავმა ელექტრო გაყვანილობამ გამოიწვია. მას შემდეგ სკოლის მოსწავლეებს მეზობელ სოფელში ხუთი კილომეტრის გავლა უწევთ. ისინი ახლა სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სწავლობენ.

ორგორის საბაზო სკოლის ყოფილი პედაგოგი ქსენია ზედგინიძე ამბობს, იმის გამო, რომ სოფელში სკოლა აღარ ფუნქციონირებს, სოფელი ნელ-ნელა იცლება.

- ”ორგორის მოსახლეობა იმ სოფლებში გადადის საცხოვრებლად, სადაც სკოლებია, რადგან ბავშვებს ამხელა გზაზე სიარული უჭირთ. ტრანსპორტიც არ დადის”, - ამბობს იგი.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სკოლის ადმინისტრაციამ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა.

- ”ჩვენი პრობლემა მაშინდელ გამგებელს ავუხსენით და გვითხრა, რომ გაგიკეთებთო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. ახლა გავიგეთ, რომ გამგებელი იცვლება და ვის მივმართოთ, არ ვიცი”, - ამბობს ქსენია ზედგინიძე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბესიკ ბეაქური ამბობს, რომ ეს პრობლემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციაში შედის.

- ”ეს საქმე განათლების სამინისტროს გადავუგზავნეთ და შემდეგ რა მოხდა არ ვიცი, მგონი დაიწყეს ახალი სკოლის აშენება”, - ამბობს ბექაური.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული სკოლა იმ სკოლების ჩამონათვალში შედის, რომელიც აუცილებლად შეკეთდება.

- ”უახლოეს მომავალში დაზიანებული სკოლების განხილვა და მათი შეკეთება დაიწყება”, - ამბობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თიკო ფეიქრიშვილი.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ორგორაში ახალი სკოლა აშენდება, თუმცა, როდის უცნობია

ხანძრისგან დამწვარი ღორთუბნისა და ორგორის სკოლები აღდგება
ჩუნჩხის დამწვარი სკოლა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს
სამცხე–ჯავახეთში ოთხი სკოლა აშენდება
2016 წელს, სამცხე–ჯავახეთში, 10 სკოლა გარემონტდება და 3 აშენდება
არალში ახალი სკოლა აშენდება