FM97.5 / LIVE

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული ბოდიშს იხდის და გათავისუფლებას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 12.09.2017
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, დღეს, 12 სექტემბერს, ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული, 27 წლის მამაკაცის საქმე განიხილა და კიდევ ერთხელ დაყენებული შუამდგომლობა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლაზე, არ დააკმაყოფილა.

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული ბოდიშს იხდის და  გათავისუფლებას ითხოვს

დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა კახა ლეკიშვილმა საქმეში არსებული მტკიცებულებების ნუსხა წარადგინა, რაც დაცვის მხარემ უდავოდ ცნო, იმ მოტივით, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული ქალს, რომელთანაც ცხოვრობს და რომლის ცემაშიც ბრალი ედება, შეურიგდა. დამადასტურებელი დოკუმენტი დაცვის მხარემ მოსამართლეს წარუდგინა.

ეს დოკუმენტი იყო ერთ–ერთი არგუმენტი, რის საფუძველზეც, დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას, სასამართლოზე შუამდგომლობა დააყენა და ბრალდებულის გირაოს, 1000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვა. თუმცა, მოსამართლე გია ბერაიამ მისი შეუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ვიდრე მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ბრალდებულმა რამდენიმე წუთი ითხოვა.
ნახევარსაათიან გამოსვლაში, მან ბოლო 52 დღის განმავლობაში ციხეში გატარებული დღეები გაიხსენა. ბრალდბეულმა განაცხადა, რომ ჩადენილს ნანობს და თუ საპატიმროს დატოვებს, მედიის საშუალებით ყველას მოუყვება, როგორ გმობს ოჯახში ძალადობას: „ბატონო მოსამართლე, ღმერთს გეფიცებით, რომ აღარასოდეს გავიმეორებ, ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს. აღარ შემიძლია ციხეში ყოფნა, იქ ნუ გამიშვებთ და თუ გინდათ სასჯელს ახალციხის იზოლატორშიც მოვიხდი. ბრონხიტი მაქვს, წყლულები და ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება“.

მიუხედავად მონანიებისა, პროკურორმა კახა ლეკიშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებული, გათავისუფლების შემთხვევაში, იგივე დანაშაულს მაინც ჩაიდენს, რადგან მსგავსი სიტყვები მისგან არაერთხელ მოუსმენია: „ახლა რომ ვუსმენდი ბრალდებულს, თვალწინ დამიდგა მისი პოზიცია 2005, 2007 და 2008 წელს, როცა ამბობდა, თუ მიუტევებდნენ, დანაშაულს არ ჩაიდენდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ ვითხოვთ, რომ ისევ პატიმრობაში დარჩეს“.

აღნიშნულ წლებში ბრალდებული სასჯელს თაღლითობის მუხლით იხდიდა.

„რომელ წლებზე მელაპარაკებით, 15 წლის ბავშვი რომ ვიყავი და ვანო მერაბიშვილის დედის ქათმების მოპარვისთვის რომ გამასამართლეთ?! იმიტომ, რომ მამაჩემი ოპოზიციონერი იყო?! მას მერე 12 წელი გავიდა, ზრადასრულ ადამიანად ვიქეცი და ბევრ საკითხზე შეხედულება შემეცვალა“, – უპასუხა ბრალდებულმა პროკურორს.

27 წლის მამაკაცის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 22 სექტემბერს ჩაინიშნა. დღეს ადვოკატმა პროკურატურას განცხადებით მიმართა, რომ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.

„საპროცესოთი ჩვენ, პროკურატურასთან 2–თვიან პატიმრობას ვითხოვთ და თუ დაგვთანხმდება, წესით უნდა გათავისუფლდეს ბრალდებული, რადგან ის ორივე უკვე მოხდილი ექნება“, – განაცხადა ნუგზარ სამარჯიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე, ოჯახში ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული. მას ბრალად ედება იმ ქალის ცემა, ვისთან ერთადაც ორი წელია ცხოვრობს და შვილი ჰყავს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

27 წლის მამაკაცს, მასთან მცხოვრები ქალის ქამრით ცემისთვის, პატიმრობა შეუფარდეს
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულს პროკურატურა საპროცესოს არ გაუფორმებს
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებულისათვის მხარეები საპროცესოზე  მსჯელობენ
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
თაღლითობაში ბრალდებული თარჯიმანი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს