FM97.5 / LIVE

მერაბიშვილის დედის საქმეს მთავარი პროკურატურა იკვლევს

მთავარისამართალი 18.03.2013
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის, ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის მიერ მოსწავლეებსა და დამლაგებელზე ძალადობის ფაქტს საქართველოს მთავარი პროკურატურა სწავლობს

მერაბიშვილის დედის საქმეს მთავარი პროკურატურა იკვლევს
პროკურატურამ საქმის მოკვლევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილის საფუძველზე დაიწყო.

”განცხადება შემოსულია და მიმდინარეობს საქმის შესწავლა. თუ გამოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაული, საქმე აღიძვრება”, - გვითხრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკა ჩიჩუამ.

მთავარმა პროკურატურამ წერილი განათლების სამინისტროსგან 5 მარტს მიიღო. ეს იყო ის დასკვნა, რომელიც განათლების სამინისტრომ პროკურატურასთან ერთად რეაგირებისთვის სამეურვეო საბჭოსაც გადასცა. განათლების სამინისტრომ კი საქმის შესწავლა საინფორმაციო სააგენტო ”სამხრეთის კარიბჭეში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დაიწყო.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში მომხდარის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმაც დაიწყო. მათ აღნიშნულის შესახებ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას შეატყობინეს.

”წერილი მივიღეთ სახალხო დამცველის აპარტიდან და რეაგირებისთვის გავგზავნეთ გენერალურ ინსპექციაში”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი გიორგი პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსაწავლეები და დამლაგებელი, ამავე სკოლის დირექტორს, პარტია ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დედას, ცემაში ადანაშაულებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილის დედა დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
მეხუთე სკოლაში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
სახალხო დამცველის აპარატმა ანის სკოლის საქმის შესწავლა დაიწყო
რჩება თუ არა პედაგოგად ვანო მერაბიშვილის დედა
ვინ და რატომ იმყოფება მე-5 სკოლაში, სამინისტროში ვერ გვეუბნებიან
ახალციხის მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მოხის სკოლის საქმეს  განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს