FM97.5 / LIVE

სოფელ ფოკაში ბუნებრივი აირი შევიდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.09.2016
ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და შპს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

სოფელ ფოკაში ბუნებრივი აირი შევიდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოკას გაზიფიცირების ინციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება ენერგეტიკის სამინისტროს მიმდინარე წლის მარტში დაევალა.

"სოფელი ფოკას გაზიფიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ბუნებირვი აირი მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს ფოკაში მცხოვრები 357 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს", – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოფელ ფოკას სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შპს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა. სამუშაოების ღირებულება მილიონ 50 ათასი ლარია.

ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს
2016 წელს აბასთუმნის გაზიფიცირება იგეგმება
ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ქალაქ ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ბორჯომში 3400-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ნინოწმინდაში, საცხოვრებელ სახლში, ბუნებრივი აირი აფეთქდა