FM97.5 / LIVE

ქუჩიდან ბაზარში - რატომ ელოდებიან 1 მაისს ბორჯომში [Video]

მთავარიეკონომიკა 30.04.2013
პირველი მაისიდან ბორჯომში გარევაჭრობა იკრძალება, თუმცა, მოვაჭრეები აგრარულ ბაზარში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, დათმობას არც ადგილობრივი თვითმმართველობა აპირებს; პირველ მაისამდე ერთი დღე რჩება, საპირისპირო მოსაზრებები და არგუმენტები კი არ იცვლება.

ქუჩიდან ბაზარში - რატომ ელოდებიან 1 მაისს ბორჯომში [Video]
საკრებულოს გადაწყვეტილება

ათეული წლებია, ბორჯომში გარე ვაჭრობა გადაუჭრელ პრობლემადაა ქცეული. ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განკარგულება გამოსცა (#39), რომლის თანახმადაც 2013 წლის 1 მაისიდან ქალაქში გარევაჭრობა აიკრძალება.

-”ქალაქ ბორჯომში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მასიური ხასიათი მიიღო უკანონო გარევაჭრობამ. გარევაჭრობის ადგილებში პროდუქციის რეალიზაცია ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დარღვევით, კერძოდ არ არის დაცული სანიტარული პირობები, დაბინძურებულია მტვრითა და ავტომანქანის გამონაბოლქვი გაზებთ. განსაკუთრებით არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა რუსთაველის მოედნისა და მესხეთის ქუჩის მიმდებარედ, საქონლით ვაჭრობა ხდება მწყობრიდან გამოსული ავტომანქანებიდან და უსახური დახლებიდან, რაც აუარესებს ქალაქის იერსახეს, გარევაჭრობის გამო იქმნება ინფექციური დაავადებების რეალური გავრცელების საფრთხე, საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად”, - აღნიშნულია განკარგულებაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქალაქის ქუჩებში მოვაჭრე ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ბორჯომის აგრარულ ბაზარში გადავიდნენ. რომელიც ბორჯომის ცენტრიდან მოშორებით ჩარხისწყლის დასახლებაში მდებარეობს.

ქალაქის ქუჩებიდან გარემოვაჭრეებს აგრარულ ბაზარში გადასვლა არ უნდათ

გარემოვაჭრეები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრიდან რუსთაველის და მესხეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის დატოვება და ბორჯომის აგრარულ ბაზარში გადასვლა არ სურთ. მათი თქმით, ახალ ბაზარში სავაჭროდ არავინ დადის, რადგან ქალაქის ცენტრიდან ძალიან შორსაა. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ახალ ბაზარში ყოველდღიურად იმდენი შემოსავალი არ ექნებათ, რომ დაქირავებული ფართის საფასური გადაიხადონ.

- "ხალხს იქ ჩასვლა ეზარება და პროდუქტის შეძენა ყველას აქ ურჩევნია. ახალი ბაზარი რომ გაიხსნა მეც ვიდექი, მაგრამ გამოვიქეცი. მყიდველი საერთოდ არ იყო, იმდენსაც ვერ ვიღებდი დახლის საფასური რომ გადამეხადა, იქ დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებ”, - ამბობს ნესტან კევლიშვილი, რომელიც ქალაქის ცენტრში მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარედ მწვანილს ყიდის.

მარგალიტა ბერიძე და ციური გოგოლაძე ოჯახებს, უკვე წლებია, გარევაჭრობით არჩენენ. ისინი ამბებნ, რომ თუ აქ ვაჭრობას აუკრძალავენ, პროდუქტის გასაყიდად სხვაგან ვერ წავლენ და ოჯახების რჩენაც გაუჭირდებათ.

- "გამგეობიდან მოვიდნენ ვიღაცეები და ჩვენი სახელი და გვარები ჩაიწერეს. გაგვაფრთხილეს, რომ პირველი მაისიდან აქ აღარ ვიდგეთ, ჩარხისწყლის აგრარულ ბაზარში გადასვლა შემოგვთავაზეს, მაგრამ მე იქ წამსვლელი არ ვარ, თუნდაც აქ შიმშილით მოვკვდე”, - ამბობს მარგალიტა ბერიძე.

ციური გოგოლაძე კი ცარიელ საფულეს გვიჩვენებს და ამბობს, რომ კარგი ვაჭრობა არც აქაა, მაგრამ ბაზარში შემოსავალი საერთოდ არ ექნებათ.

- "ხომ ხედავთ ჩემს საფულეს? ცარიელია. აქ ვერ ვყიდით ვერაფერს, სადაც ხალხი ყველაზე მეტად მოძრაობს. იქ, რომ წავიდე დღეში მარტო ერთი ლარი გზის ფული მინდა, თვეში 30 ლარი დამიჯდება. მერე დახლის გადასახადი უნდა გადავიხადო. ამდენ ფულს საერთოდ ვერ ავიღებ, ავადმყოფი ქალი ვარ და იქ ყოველდღე ვერ ვივლი”, - წუხს ციალა გოგოლაძე.

ბაზრის ხელმძღვანელების შეთავაზება გლეხებს

აგრარული ბაზრის დირექტორი მევლუდ ტალახაძე განმარტავს, რომ ბაზარში დახლის საფასური ძვირი ნამდვილად არ არის. გარემოვაჭრეები თუ გადაწყვეტენ აქ მუშაობას შეუძლიათ ახლავე მიაკითხონ და ნორმალურ თანხაზე შეთანხმდებიან.

- "ერთი დახლი 90 სანტიმეტრის სიგრძისაა და 2 ლარი ღირს, მაგრამ შეგვიძლია გლეხებს 1,50 ლარადაც მივაქირაოთ, რა თქმა უნდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, რადგან მუნიციპალიტეტს გადასახადს ჩვენც ვუხდით. გარემოვაჭრეებს არ უნდათ აქეთ წამოსვლა და მიზეზებს იგონებენ”, - ამბობს მევლუდ ტალახაძე.

ბორჯომის აგრარულ ბაზარში მყოფი მოვაჭრეები ამბობენ, რომ კლიენტები არ ჰყავთ. თუ გარევაჭრობა აიკრძალება ხალხი ბაზარში სიარულს დაიწყებს.

- "ან ჩვენ გადაგვიყვანონ და ბაზარი ძველ ადგილას დააბრუნონ, ან აქ გარემოვაჭრეები ჩამოიყვანონ. ხალხი მოვა და ვაჭრობა გვექნება. დახლის გადასახადი ერთი ლარიც რომ იყოს, მაინც ვერ გადავიხდით, საერთოდ არ გვაქვს ვაჭრობა”, - ამბობს აგრარული ბაზარში მოვაჭრე მერი ხალიშვილი.

რას ფიქრობენ მყიდველები

ბოჯომის მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ გარევაჭრობა უნდა აიკრძლოს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს დასაშვებია, რადგან პროდუქტის შეძენა ასე უფრო უადვილდებათ.

- "იყოს ის ხალხი ვის რას უშავებენ, მოსახლეობის უმეტესობა მათგან ყიდულობს რაღაცეებს. რა მნიშვნელობა აქვს მტვერი რომ ედება, იმ ბაზარში მაინც არავინ ჩავა”, - ამბობს ბორჯომში მცხოვრები ჯანო ხორავა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოზიცია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე ამბობს, რომ ქალაქის ქუჩებში არსებული გარევაჭრობის გამო სანიტარული ნორმები დაცული არ არის.

- "მოგეხსენებათ, თუ რა პირობებში იყიდება პროდუქტი. სურსათის უვნებლობის ცენტრმა და ბორჯომის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა დადეს დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ პროდუქტის შეძენა მისაღები არაა, - ამბობს დიმიტრი ბერიძე და ამატებს, იმის გამო, რომ ჩარხისწყალზე არავინ მიდის, ახალ ბაზარში მდგომი მოვაჭრეები იჩაგრებიან - ამიტომ საკრებულოს თანხმობით გამოვეცი დებულება, რომელიც პოლიციასაც გადაეგზავნება, რომ პირველ მაისამდე გარემოვაჭრეებმა ტერიტორია დატოვონ”.

დიმიტრი ბერიძე განმარტავს, რომ ვინც პირველ მაისიდან გარევევაჭრობას ისევ გააგრძელებს, დაჯარიმდება და პროდუქცია ჩამოერთმევა.

გადავლენ თუ არა გარემოვაჭრეები აგრარულ ბაზარში

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ თუ ქუჩაში პროდუქტის გაყიდვას აუკრძალავენ, მაშინ მხოლოდ ძველ ბაზარში დაბრუნდებიან, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. შენობის მეორე სართულზე კი ახლა მუნიციპალიტეტის გამგეობაა განთავსებული. პირველი სართული კი ჯერ უფუნქციოდაა დარჩენილი.

- "დიდი ხანია რაც ბაზარი დაკეტეს, იქ კლიენტი ბევრი გვყავდა. ტყუილადაა დაკეტილი. გახსნან, ჩვენც შეგვიშვან და ის ხალხიც ამოიყვანონ ახალი ბაზრიდან, ხომ ხედავენ, რომ არ გაამართლა და იქ არავინ მიდის. აქ ყვავილებს ვყიდი და დღეში 40 ლარიც მივაჭრია. ახალ ბაზარში მეყვავილე რომ იდგა მისგან არავინ ყიდულობდა, ყვავილები უჭკნებოდა და ყრიდა. ახალ ბაზარში დაბრუნებას არ ვაპირებ, მოვითხოვ ისევ ძველ ბაზარში დაგვაბრუნონ”, - ამბობს ნათელა ჩიტიშვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი კი ამბობს, რომ გარემოვაჭრეებისთვის ქალაქში ფართის გამოყოფა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება. ამიტომ მათ ბორჯომის აგრარულ ბაზარში გადასვლა მოუწევთ. ის შენობა, კი რომელსაც გარემოვაჭრეები ითხოვენ ”სმარტის” საკუთრებაა.

- "ჯერ მათ უნდა დაველაპარაკოთ, გავარკვიოთ თუ რას აპირებენ სამომავლოდ და შეიძლება რამეზეც შევთანხმდეთ. ამ ეტაპზე კი გარემოვაჭრეები ახალ ბაზარში უნდა გადავიდნენ, - ამბობს დიმიტრი ბერიძე და ამატებს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა მოვაჭრეებს ხელს შეუწყობს, რომ ტრანსპორტით გადაადგილება ადვილად შეძლონ - მათ რომ აღარ მოუწიოთ ორი ავტობუსის გამოცვლა, ბაზრის მიმართულებით ტრანსპორტი დანიშნულია და თუ საჭირო იქნება კიდევ დავამატებთ. მგზავრობის საფასური ძვირი არ იქნება”.



[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში გარევაჭრობა შვიდ მაისამდე აღარ აიკრძალება
ბორჯომში გარევაჭრობა აიკრძალა
ბორჯომის ბაზარში ხანძრით დაზარალებულებს მერია 24 000 ლარით დაეხმარება
მოვაჭრეები ძველ ბაზარში აპირებენ დაბრუნებას
ახალციხის აგრარულ ბაზარში ხალხმრავლობაა [ფოტო/ვიდეო]
დაკეტვიდან ერთი წლის თავზე ძველი ბაზარი ისევ გაიხსნა
ბორჯომში დამწვარ ბაზარში ზარალს მერიის აუდიტის სამსახური სწავლობს