FM97.5 / LIVE

ბორჯომში გარევაჭრობა აიკრძალა

მთავარიეკონომიკა 08.05.2013
ქალაქ ბორჯომში გარევაჭრობა აიკრძალა. მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობენ, რომ მოვაჭრეებმა დაკავებული ტერიტორიები წინააღმდეგობის გარეშე დატოვეს.

ბორჯომში გარევაჭრობა აიკრძალა
”მოვაჭრეები გაგებით მოეკიდნენ ამ ფაქტს და ქალაქის ქუჩები უკვე გაწმენდილია. მათი თხოვნით, წინასააღდგომოდ ვაჭრობის ნება დავრთეთ, დღეიდან კი ყველა ბორჯომის აგრარულ ბაზარში გადავა”, - გვითხრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ქურდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქალაქის ქუჩებში ყოველგვარი პროდუქტის გაყიდვა პირველი მაისიდან უნდა აკრძალულიყო. თუმცა, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, მოვაჭრეებს ქუჩაში ვაჭრობის ნება შვიდ მაისამდე დართეს.

ბორჯომში გარევაჭრობის აკრძალვის გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ 19 აპრილის #39 განკარგულების საფუძველზე მიიღო.

”ქალაქ ბორჯომში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მასიური ხასიათი მიიღო უკანონო გარევაჭრობამ. გარევაჭრობის ადგილებში პროდუქციის რეალიზაცია ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დარღვევით. კერძოდ, არ არის დაცული სანიტარული პირობები, დაბინძურებულია მტვრითა და ავტომანქანის გამონაბოლქვი გაზებით. განსაკუთრებით არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა რუსთაველის მოედნისა და მესხეთის ქუჩის მიმდებარედ, საქონლით ვაჭრობა ხდება მწყობრიდან გამოსული ავტომანქანებიდან და უსახური დახლებიდან, რაც აუარესებს ქალაქის იერსახეს, გარევაჭრობის გამო იქმნება ინფექციური დაავადებების რეალური გავრცელების საფრთხე, საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად”, - აღნიშნულია განკარგულებაში.

ამ გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეები არ ეთანხმებოდნენ, თუმცა ტერიტორიის დატოვება მაინც მოუწიათ. მათი ნაწილი ბორჯომის აგრარულ ბაზარში უკვე გადავიდა.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში გარევაჭრობა შვიდ მაისამდე აღარ აიკრძალება
ქუჩიდან ბაზარში - რატომ ელოდებიან 1 მაისს ბორჯომში [Video]
ბორჯომის ცენტრალურ პარკთან გარევაჭრობა იკრძალება
ბორჯომში გარემოვაჭრეებმა ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვა გააპროტესტეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს რჩევა მოსახლეობას პასქებთან დაკავშირებით
ახალციხის მერობის კანდიდატები გარევაჭრობის პრობლემაზე
ბორჯომის პარკის წინ გარემოვაჭრეების დახლები აიღეს