FM97.5 / LIVE

ბორჯომში გარევაჭრობა შვიდ მაისამდე აღარ აიკრძალება

მთავარიეკონომიკა 03.05.2013
ბორჯომის ქუჩებში გარევაჭრობის ნებართვა მოვაჭრეებს სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, შვიდ მაისამდე დართეს.

ბორჯომში გარევაჭრობა შვიდ მაისამდე აღარ აიკრძალება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქალაქის ქუჩებში ყოველგვარი პროდუქტის გაყიდვა პირველი მაისიდან უნდა აკრძალულიყო. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის ბესიკ ქურდაძის გადაწყვეტილებით სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით გარევაჭრობა შვიდ მაისამდე არ აიკრძალება.

- ”შვიდი მაისის შემდეგ გარემოვაჭრეებს ბორჯომის აგრარულ ბაზარში გადასვლა მოუწევთ”, - განაცხადა სატელეფონი საუბარში საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ქურდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 19 აპრილს განკარგულება გასცა (#39), რომლის თანახმადაც 2013 წლის 1 მაისიდან ქალაქში გარევაჭრობა უნდა აკრძალულიყო.

- ”ქალაქ ბორჯომში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მასიური ხასიათი მიიღო უკანონო გარევაჭრობამ. გარევაჭრობის ადგილებში პროდუქციის რეალიზაცია ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დარღვევით, კერძოდ არ არის დაცული სანიტარული პირობები, დაბინძურებულია მტვრითა და ავტომანქანის გამონაბოლქვი გაზებთ. განსაკუთრებით არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა რუსთაველის მოედნისა და მესხეთის ქუჩის მიმდებარედ, საქონლით ვაჭრობა ხდება მწყობრიდან გამოსული ავტომანქანებიდან და უსახური დახლებიდან, რაც აუარესებს ქალაქის იერსახეს, გარევაჭრობის გამო იქმნება ინფექციური დაავადებების რეალური გავრცელების საფრთხე, საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად”, - აღნიშნულია განკარგულებაში.

ამ გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეები არ ეთანხმებიან. ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრიდან რუსთაველისა და მესხეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის დატოვება და ბორჯომის აგრარულ ბაზარში გადასვლა არ სურთ. მათი თქმით, ახალ ბაზარში სავაჭროდ არავინ დადის, რადგან ქალაქის ცენტრიდან ძალიან შორსაა. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ახალ ბაზარში ყოველდღიურად იმდენი შემოსავალი არ ექნებათ, რომ დაქირავებული ფართის საფასური გადაიხადონ.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში გარევაჭრობა აიკრძალა
ქუჩიდან ბაზარში - რატომ ელოდებიან 1 მაისს ბორჯომში [Video]
ბორჯომის ცენტრალურ პარკთან გარევაჭრობა იკრძალება
ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში გარევაჭრობა აიკრძალება


ბორჯომის ბაზარში ხანძრით დაზარალებულებს მერია 24 000 ლარით დაეხმარება