FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი პარტიულ შეხვედრებზე სამსახურის ავტომანქანით დადის [Photo]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 28.09.2017
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ადიგენში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე სამსახურეობრივი მანქანით იმყოფებოდა. საიას იურისტების განმარტებით, რეგიონის პირველმა პირმა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი პარტიულ შეხვედრებზე სამსახურის ავტომანქანით დადის [Photo]
გუბერნატორის ავტომანქანა ადიგენში, კანდიდატების წარდგენის დღეს. 25.09.2017 ფოტო: სამხრეთის კარიბჭე


ადიგენში მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ორშაბათს, 25 სექტემბერს წარადგინა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძეც, რომელიც „ოცნების“ შტაბში “Mercedes Benz”–ის ავტომობილით იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციიდან გამოთხოვილ წერილში ვკითხულობთ გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე 10 სხვადასხვა მარკის ავტომობილია, მათ შორის "Mercedes Benz”, სახელმწიფო ნომრით – RR- 707-SS. აღნიშნული მანქანა, სამხარეო ადმინისტრაციას, შსს–მ, 2014 წელს დროებით სარგებლობაში გადასცა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, ამ ქმედებით გუბერნატორმა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, რაც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალიწინებს. მისი თქმით, გუბერნატორს საარჩევნო შეხვედრებზე, სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილების უფლება იმ შემთხვევაში ექნებოდა, სახელმწიფო დაცვით რომ გადაადგილდებოდეს.

„ნუსხაში, რომელიც განსაზღვრავს პირებს, ვისაც სახელმწიფო დაცვა ემსახურება, გუბერნატორი არ შედის, შესაბამისად, მას არ აქვს უფლება სახელმწიფოებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენოს საარჩევნო მიზნებისთვის, აგიტაციაში მონაწილეობის მისაღებად“, – აცხადებს წეთი ბებიაშვილი.

რატომ იმყოფებოდა გუბერნატორი „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე სამსახურეობრივი ავტომანქანით, ამ გასარკვევად, „სამხრეთის კარიბჭე“ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. თუმცა, კომანტარზე უარი განაცხადეს და იქვე გვითხრეს, რომ გუბერნატორი მოსახლეობასთან სააგიტაციო შეხვედრებზე სამსახურეობრივი ავტომანქანით არ დადის.

შეგახსენებთ, საუბარი არ არის გუბერნატორის სოფლებში სიარულზე, 25 სექტემბერს გუბერნატორი ადიგენში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებისა და პარტიული სიის წარდგენას ესწრებოდა.

აქვე, განვმარტავთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ შეხვედრაზე მხარის რწმუნებული სამსახურეობრივი ავტომანქანით მიდის. გუბერნატორი ამავე მანქანით იმყოფებოდა ახალციხეში 14 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბში, ახალციხის მაჟორიტარების წარდგენაზეც.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი პარტიულ შეხვედრებზე სამსახურის ავტომანქანით დადის [Photo]
გუბერნატორის ავტომანქანა ადიგენში, კანდიდატების წარდგენის დღეს. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე


სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი პარტიულ შეხვედრებზე სამსახურის ავტომანქანით დადის [Photo]
გუბერნატორის ავტომანქანა ახალციხეში, "ქართული ოცნების" შტაბთან. 14.09.2017წ. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე


[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი პარტიულ შეხვედრებზე სამსახურის ავტომანქანით დადის [Photo]
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადმინისტრაციული რესურსი არჩევნების სამსახურში
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მოადგილის წასვლაზე სიტყვაძუნწობს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი შეიცვალა
სამცხე–ჯავახეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი თანამშრომლებს ეცნობა
გუბერნიის თანამშრომელი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა