FM97.5 / LIVE

ადმინისტრაციული რესურსი არჩევნების სამსახურში

მთავარისიახლე, არჩევნები 13.10.2017
ოპოზიცია მმართველ გუნდს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ არათანაბარი საარჩევნო გარემოა.

ადმინისტრაციული რესურსი არჩევნების სამსახურში
გუბერნატორის ავტომანქანა ადიგენში, კანდიდატების წარდგენის დღეს. 25.09.2017 ფოტო: სამხრეთის კარიბჭე


მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბარი სამცხე–ჯავახეთში აგვისტოში დაიწყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს მაქსიმალურად იყენებს იმისათვის, რომ გამარჯვება მოიპოვოს.

„კონკრეტული მაგალითებით აქ ვერავინ გიპასუხებთ. მე რომ ვთქვა ეს, უნდა დავამტკიცო და ხალხი დავაყენო დარტყმის ქვეშ. გავიმეტო ის ხალხი?!“ – ამბობს „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ახალციხეში ჯუმბერ ინასარიძე.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები აქტიურად ეწევიან საარჩევნო კამპანიას: „ახალციხეში გამგეობა და მერია მობილიზებულია, მოსახლეობაში დადიან და აძალებენ ხალხს, რომ 41 შემოხაზონ, გაჭირვებულ ხალხს ამადლიან, რომ უფასო სასადილოში აჭმევენ. ეს არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?!“

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველოს“, წარმომადგენელი გელა დემეტრაძე. მისი თქმით, არჩევნებამდე უნდა გამოქვეყნებულიყო სია იმ ადამიანების, რომლებიც გაერთიანებული მუნიცპალიტეტის მერიაში იმუშავებდნენ, თუმცა არ გამოქვეყნებულა: „სპეციალურად არ გაამჟღავნებენ, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, – ის ადამიანები, ვინც ორივე ადმინისტრაციაშია დასაქმებული“.

6 ოქტომბერს ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე პრესკონფერენცია გამართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ბარძიმაძემ.

მისი მტკიცებით, ახალციხის რამდენიმე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, ბაღებისა და სკოლების დირექტორები ან პედაგოგები არიან, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.

პრესკონფერენციის შემდეგ „სამხრეთის კარიბჭემ“ ყველა იმ ფაქტის გადამოწმება სცადა, რაზეც ირაკლი ბარძიმაძე საუბრობდა. ახალციხის იმ საარჩევნო უბნებზე, რომელზეც მერობის კანდიდატი საუბრობდა, კომისიის თავმჯდომარეები ნამდვილად ზემოთდასახელებული პირები არიან. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განგვიმარტეს, ეს ცალსახად დარღვევას არ ნიშნავს, თუმცა, კარგი იქნებოდა საარჩევნო პერიოდში ამ პირებს შვებულებით ესარგებლათ.

„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზის“ მერობის კანდიდატი ჯიმშერ გოგოლაური ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კონრეტულ ინფრომაციას არ ფლობს, თუმცა აცხადებს, საარჩევნო სიებში ხარვეზებია.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე წერდა „სამხრეთის კარიბჭეც“.

30 აგვისტოს ასპინძის მუნიციპლიტეტის ააიპ–ების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ გამგებელმა ლევან ცაბაძემ ისინი მის საარჩევნო შტაბში დაიბარა, რათა დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირებისთვის საჭირო ხმები შეეგროვებინა. მოხდარის გამო, 6 სექტემბერს საერთო– სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანმა საქართველომ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ადმისნიტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე ცესკოში უჩივლა. „მრავალეროვანი საქართველოს“ საჩივარი N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 სექტემბერს განიხილა და დაადგინა, რომ ასპინძის გამგებლისა და დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის ლევან ცაბაძის მიერ წინასაარჩევნოდ გამოყენებულ იქნა თანამდებობრივი მდგომარეობა. აღნიშნული დარღვევა 2 000 ლარით ჯარიმდება. საქმემ ახალციხის სასამართლოში გადაინაცვლა, თუმცა, სასამართლომ საქმის წარმოება მალევე შეწყვიტა. მოსამართლის გოჩა ჯეინარაშვილის განმარტებით, საქმის მასალების მიხედვით, არ დადგინდა, რომ უშუალოდ ცაბაძემ დაავალა ააიპ–ების თანამშრომლებს მის მხარდამჭერთა სიაში ხელი მოეწერათ.

წინასაარჩევნო პერიოდში, პარტიულ შეხვედრებზე, სამსახურეობრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე. მისი ავტომანქანა „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხესა და ადიგენში, მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას გადაიღო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტეს, რომ რეგიონის პირველმა პირმა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, რაც 2000–ლარიან ჯარიმას ითვალიწინებს. მისი თქმით, გუბერნატორს საარჩევნო შეხვედრებზე, სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილების უფლება იმ შემთხვევაში ექნებოდა, სახელმწიფო დაცვით რომ გადაადგილდებოდეს.

მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობდნენ ახალციხეში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენის დროსაც. ამ დღეს, მიმდებარე სოფლებიდან და ადმინისტრაციული ცენტრებიდან, ახალციხეში ხალხი მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მათ ჩამოსვლას ორგანიზება გამგეობებემა გაუწიეს.

ამ დღეს, ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელი იყო. ცენტრალურ ქუჩასთან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა, წარდგენამდე 10 საათით ადრე, დილის 09:00 საათიდან გადაიკეტა. ამავე ღონისძიების გამო, საღამოს საათებში არ შესრულდა რამდენიმე შიდა, სოფლების მარშრუტიც.

7 ოქტომბერს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობდნენ ისევ ასპინძაში. ამ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები შეკრიბეს და მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდაჭერა მოსთხოვეს.

ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს "ქართული ოცნების" მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აბსურდულს უწოდებს "ქართული ოცნების" ახალციხის შტაბის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე.

"ეს არის მორიგი აბსურდული ბრალდება მათი ხრიდან. თუ აქვთ კონკრეტული ფაქტები და კონრეტული პიროვნების მიმართ პრალდება გვითხრან მაშინ. განგვიმარტონ რომელ ადმინისტრაცულ რესურსს ვიყენებთ და მაშინ გავაკეთებთ კომენტარს. არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ აქვს და არც ექნება ჩვენი მხრიდან", – განაცხადა "სამხრეთის კარიბჭესთან" გიორგი გვარამაძემ.

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ პირებს და მათ სააარჩევნო აგიტაციაში ჩართვის საკითხს, ასე გვპასუხობს: "ჩვენ არავის ვავალებთ, რომ იაქტიურონ და ხალხს მოუწოდონ მხარდასაჭერად. ეს მათ ნება–სურვილზეა დამოკიდებული. ვინ რა პოზიციას გამოხატავს და ვინ რას იტყვის ეს ჩვენი საქმე არ არის".

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]

ადმინისტრაციული რესურსი არჩევნების სამსახურში
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე სასამართლო 30 ოქტომბერს გაიმართება
ენმ: ‘თუ არ მოიყვანეს გაცოცხლებული ‘მკვდარი სულები’, იქნება სისხლის სამართლებრივი დანაშაული’
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა
ნინოწმინდის საოლქომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო
სასამართლომ ასპინძის გამგებლის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა
ახალციხეში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტს ცესკო სწავლობს
გამოიყენა თუ არა ‘ოცნების’ კანდიდატმა ადმინისტრაციული რესურსი – ფაქტს საოლქო კომისია სწავლობს