FM97.5 / LIVE

სააგენტო: დაბა წაღვერის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.09.2017
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის, ადგილზე ხანძრის ღია კერები და დაკვამლიანება არ შეინიშნება.

სააგენტო: დაბა წაღვერის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია

უწყების ცნობით, საგანგებო შტაბმა დღეს საღამოს გამართულ თათბირზე, ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, ეფექტური გეგმა შეიმუშავა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ სირაძესთან და საგანგებო შტაბის სხვა წევრებთან ერთად, ადგილზე რჩება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობს.

შსს-ს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ათეულობით მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ ცეცხლის ქრობის სამუშაოებს. მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, დღის განმავლობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო საქართველოს 1, თურქეთის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი. დღეს, საჰაერო ტექნიკამ 157 აფრენა განახორციელა და ხანძრის კერებს 345 ტონა წყალი დაასხა.

ხვალ, დილიდან, ხანძრის ადგილზე მომუშავე ცოცხალ ძალას კვლავ შეუერთდება საჰაერო ტექნიკა, რომელიც ნახანძრალ ტერიტორიას, პრევენციის მიზნით, წყლის ჭავლით კიდევ ერთხელ დაამუშავებს.

შეგახსენებთ, მეოთხე დღეა ებრძვიან ხანძარს ბორჯომის ხობაში, დაბა წაღვერში. ხანძარი იგივე უბნებზე გაჩნდა, სადაც აგვისტოს თქვეში იყო. შეგახსენებთ, ხანძარი ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩნდა და ცეცხლს მეხანძრე-მაშველები, შსს–ს თანამშრომლები, ადგილობრივი და სხვა ქვეყნების ტექნიკისა და ავიაციის დახმარებით, 8 დღის განმავლობაში აქრობდნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში შსს–ს ვერტმფრენი ჩაერთო – სააგენტო
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, ხვალიდან 5 ვერტმფრენი ჩაერთვება
ვითარება წაღვერში ხანძრიდან მესამე დღეს
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება
ხანძრის მეორე დღე ბორჯომში – ცეცხლის კერებთან მისასვლელად გზას ჭრიან
შსს: წაღვერში ხანძარი ლიკვიდირებულია
წაღვერის მცხოვრებლები ხანძრის გაჩენის მიზეზებზე [Photo/Video]