FM97.5 / LIVE

წაღვერის მცხოვრებლები ხანძრის გაჩენის მიზეზებზე [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.09.2017
ბორჯომში, დაბა წაღვერში, ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია, ნაწილი კი აცხადებს, რომ ცეცხლი შეგნებულად არის გაჩენილი.

წაღვერის მცხოვრებლები ხანძრის გაჩენის მიზეზებზე [Photo/Video]

წაღვერის ტყეში კვამლი ადგილობრივებმა გუშინ, 22 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე შენიშნეს. მათი განმარტებით, ამ პერიოდში დაბაში წვიმდა და შესაძლოა ხანძარი მეხმა გამოიწვია.

„უცბად წვიმა დაიწყო და მეხი გავარდა, დიდი ხმა ქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერად მეხის ჩამოვარდნა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. დაბიდან 3–4 კილომეტრშია კერა, ავედით, ვნახეთ და ჩვენი ვარაუდით, მიზეზი მეხია“, – ამბობს წაღვერში მცხოვრები დავით გელაშვილი.

ეთერ ტაბატაძე ფიქრობს, რომ ხანძარი შეგნებულად გააჩინეს.

„რა არის იცით საეჭვო, ერთი და იგივე ადგილზე რატომ უნდა გაჩნდეს ცეცხლი, რა აჩენს?! მეხი ადრეც ჩამოვარდნილა, მაგრამ ასეთი კატასტროფული ცეცხლი და ხანძარი არ ყოფილა“, – ამბობს ეთერ გელაშვილი.



მისივე თქმით, ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდება, რადგან ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენია ჩართული: "მეშინია სხვა ადგილზეც არ გაჩნდეს. ძალიან ბევრ რეგიონში იყო ხანძარი და მართლა დასაფიქრებელია რა ხდება. შიშით ვუყურებთ, რომ დასახლებისკენ არ წამოვიდეს ცეცხლი. ცდილობენ, იმედია გავიმარჯვებთ კიდევ ერთხელ“.

სხვა ვერსია აქვს დაბაში მცხოვრებ ნიკოლოზ გელაშვილს, მისი თქმით, შესაძლოა ცეცხლი ძველი ხანძრის კერებიდან გაჩნდა: “ხდება ხოლმე, როცა იმ ადგილზე ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო, შესაძლოა ისევ აალდეს და გაჩნდეს. მე ვფიქრობ, რომ მიზეზი ეს არის“.

წაღვერის მცხოვრებლები ხანძრის გაჩენის მიზეზებზე [Photo/Video]

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერში, ხანძარი გუშინ, 22 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა. ხანძარი იგივე უბნებზე გაჩნდა, სადაც აგვისტოს თქვეში იყო. შეგახსენებთ, ხანძარი ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩნდა და ცეცხლს მეხანძრე-მაშველები, შსს–ს თანამშრომლები, ადგილობრივი და სხვა ქვეყნების ტექნიკისა და ავიაციის დახმარებით, 8 დღის განმავლობაში აქრობდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დღეს დილიდან, წაღვერში, ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, სამუშაოებში ჩაერთო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი. ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს შსს-ს ვერტმფრენი.

წაღვერის მცხოვრებლები ხანძრის გაჩენის მიზეზებზე [Photo/Video]

წაღვერის მცხოვრებლები ხანძრის გაჩენის მიზეზებზე [Photo/Video]

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში შსს–ს ვერტმფრენი ჩაერთო – სააგენტო
ხანძრის მეორე დღე ბორჯომში – ცეცხლის კერებთან მისასვლელად გზას ჭრიან
სააგენტო: დაბა წაღვერის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია
ვითარება წაღვერში ხანძრიდან მესამე დღეს
წაღვერში ხანძრის ჩაქრობას ქარი ართულებს – ფოტო/ვიდეო მასალა სტიქიის ზონიდან
შსს: წაღვერში ხანძარი ლიკვიდირებულია
შსს: წაღვერის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია