FM97.5 / LIVE

ადიგენში რწმუნებულების კვალიფიკაციას შეამოწმებენ

მთავარიპოლიტიკა 10.04.2014
22-23 აპრილს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების 14 რწმუნებული და ამდენივე რწმუნებულის თანაშემწე ატესეტაციას გაივლის. გამოცდა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოთხოვნის საფუძველზე ტარდება.

ადიგენში რწმუნებულების კვალიფიკაციას შეამოწმებენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ატესტაციის შემდეგ რომელიმე პოსტი ვაკანტური გახდეს: „ატესტაციის ჩატარება გადავწყვიტე იმიტომ, რომ კვალიფიკაციის დონემ ცოტა დამაფიქრა“.

ატესტაცია იმ თანამშრომლებს შეეხებათ, რომლებიც ამ პოსტზე ბოლო სამი წელია მუშაობენ. 22 აპრილს გამოცდას რწმუნებულები გაივლიან, 23-ში კი თანაშემწეები. გამოცდის შესახებ უკვე ყველა მათგანმა იცის.

შეესაბამება თუ არა გამგეობის 28 თანამშრომლის ცოდნის დონე დაკავებულ პოსტს, ადიგენის თვითმმართველობაში შექმნილი შვიდკაციანი საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაადგენს.

ადიგენის მუნიციპალიტეტში15 რწმუნებული და ამდენივე რწმუნებულის თანაშემწეა. ატესტაციას არ გაივლიან: გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვაჟა მერაბიშვილი და ლელოვნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწე იოსებ კუბლაშვილი. ისინი ამ პოსტებზე მიმდინარე წელს, კონკურსის შედეგად დაინიშნენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სოფლის რწმუნებულების ატესტაცია მიმდინარეობს
რა მოხდა ადიგენში რწმუნებულების ატესტაციაზე
ადიგენის გამგებელი რწმუნებულებისა და მათი თანაშემწეების ატესტაციის შედეგებით უკმაყოფილოა
ადიგენში პოსტი კიდევ ორმა რწმუნებულმა დატოვა
რატომ არ გაიარეს ატესტაცია ვარხნისა და ჭეჭლის რწმუნებულების თანაშემწეებმა
ადიგენის თვითმმართველობაში ახალ კადრებს არჩევენ
ანდრიაწმინდას ახალი რწმუნებული ჰყავს