FM97.5 / LIVE

ადიგენში ‘ევროპული საქართველოს’ მაჟორიტარობის კანდიდატი ზეწოლაზე ალაპარაკდა [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 19.09.2017
ადიგენში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი, მურმან წითაშვილი, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ადიგენის ვეტერინარულ სამსახურში მუშაობს, ხელმძღვანელს ამირან ჭიტაძეს ზეწოლაში ადანაშაულებს.

ადიგენში ‘ევროპული საქართველოს’ მაჟორიტარობის კანდიდატი ზეწოლაზე ალაპარაკდა [Video]
ბრიფინგი "ევროპული საქართველოს" ოფისში. ფოტოზე: პარტიის მერობის კანდიდატი ადიგენში გელა სარაშვილი და სერგი კაპანაძე

მურმან წითაშვილი ამბობს, რომ ჭიტაძემ გუშინ, 18 სექტემბერს, კაბინეტში დაიბარა და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა: „მითხრა, რომ დავალებული აქვს „ოცნებიდან“ და თუ არ დავტოვებ სამსახურს, გამათავისუფლებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი ვარ და უკვე ორმოც წელზე მეტია ადიგენს ვემსახურები“.

წითაშვილი ირწმუნება, რომ ამირან ჭიტაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია, ისევ დაბაში, ანუ, მისი კონკურენტია და ამიტომაც სურს კონკურენტი ხელქვეითის ჩამოშორება: „არ მოვხსნი ჩემს კანდიდატურას და არც სამსახურს არ დავტოვებ. მეუღლე ცუდად მყავს და ყოველთვის წამლები სჭირდება სამკურნალოდ, სამსახური ხომ მინდა, ოჯახი რომ ვარჩინო“.

ადიგენის ვეტერინარიული სამსახურის ხელმძღვანელი ამირან ჭიტაძე თანამშრომელზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს: „ეტყობა დაავალეს, რომ ეგრე მოქცეულიყო. რა ზეწოლა, რის ზეწოლა. ნურავის ნურაფერს ნუ უსმენთ“.

ჭიტაძემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატობაც უარყო და განაცხადა, რომ ჯერ არავის დაუსახელებია: „ეს რაში გაინტერესებთ, ან აქ რა შუაშია. ჯერ არ ვიცი არაფერი, შეიძლება ვიყო, შეიძლება არა, არავის არაფერი აქვს ამაზე გადაწყვეტილი. ჩემი უფლებაა, მინდა „ოცნების“ მაჟორიტარი ვიქნები, მინდა სხვა პარტიის“.

მურმან წითაძემ ხელმძღვანელის მხრიდან ზეწოლის გამო პარტია „ევროპული საქართველოს“ უკვე მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგიც გაიმართა.



[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუქარისა და ზეწოლის ფაქტები სამცხე–ჯავახეთში
ნუგზარ სამარჯიშვილი: ‘ბაღის და სკოლის პედაგოგებს ‘ოცნების’ შეხვედრაზე წასვლას აიძულებენ’
ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში  'ოცნებას' კონკურენტი აღარ ჰყავს
ვინ არის ‘პატრიოტთა ალიანსის’ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხეში
‘ევროპული საქართველოს’  საარჩევნო პლაკატებს საღებავი შეასხეს
'ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის' წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ
გელა დემეტრაძეს ‘ევსაქების‘ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს