FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში 'ოცნებას' კონკურენტი აღარ ჰყავს

მთავარიარჩევნები 11.06.2014
ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში, მხოლოდ „ოცნების“ მაჟორიტარი იყრის კენჭს, „ნაციონალებისა“ და „ბურჯანაძის“ წარმომადგენლებმა კანდიდატურა მოიხსნეს. ოპოზიცია მმართველ კოალიციას ზეწოლაში ადანაშაულებს.

ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში  'ოცნებას' კონკურენტი აღარ ჰყავს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ვაჟა ობოლაშვილს კონკურენტი აღარ ჰყავს. აქ კანდიდატურები მოიხსნეს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რამაზ მერაბიშვილმა და „ბურჯანაძე - დემოკრატების“ კანდიდატმა იოსებ ობოლაშვილმა.

მას შემდეგ, ვერცერთ მათგანს, ვერც „ნაციონალებისა“ და ვერც „ბურჯანაძე - დემოკრატების“ წარმომადგენლები ვერ უკავშირდებიან. ორივე პარტიაში ამბობენ, რომ ყოფილ კანდიდატებს მობილური ტელეფონები გამორთული აქვთ. ასევე, ორივე პარტიაში აცხადებენ, რომ ზეწოლა მათ წარმომადგენლებზე „ოცნების“ მხრიდან განხორციელდა.

„რაც კანდიდატურა მოიხსნა, აღარ გვინახავს, ვერ ვუკავშირდებით, მაგრამ მანამდე ჩემთან საუბარში ამბობდა, რომ კანდიდატურის მოხსნას ავთო კაჭკაჭიშვილი აძალებდა. დაჭერით ემუქრებოდნენ, საქმე მის ძველ სამსახურს ეხებოდა“, - ამბობს ადიგენში „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი სიმონ პარუნაშვილი.

„ოცნებას“ ზეწოლაში ადანაშაულებს „ბურჯანაძე - დემოკრატების“ რეგიონული შტაბის უფროსი ჯიმშერ გოგოლაურიც: „მანდ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მხოლოდ „ოცნებიდან“ დარჩა. ამიტომ ამას კითხვაც კი არ სჭირდება, თუ რა მოხდა. ფაქტი სახეზეა, ზეწოლა „ოცნების“ მხრიდან განხორციელდა“.

გარდა უდის მაჟორიტარებისა, კანდიდატურები საარჩევნო სუბიექტებმა ახალციხეშიც მოხსნეს. იმ 20 სუბიექტს შორის, ვინც კანდიდატურა მოხსნა, ერთ–ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეშვიდე ნომერი ნიკოლოზ ლაბაძეა.

„პირადი პრობლემები მქონდა. თან ეს ნაწილობრივ ჩემს ბიძაშვილებსა და ნათესავებსაც უკავშირდება“, - ამბობს ლაბაძე.

პირადი პრობლემებითა და საკუთარი გადაწყვეტილებით ხსნიან კანდიდატურის გაუქმებას სხვა საარჩევნო სიბუექტებიც. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი პირად საუბრებში აცხადებენ, რომ საარჩევნო სუბიექტებზე „ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად ზეწოლა ყოფილმა პატიმრებმა, ე.წ. შავებმაც განახორციელეს.

ადიგენში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭიშვილი კოალიციის მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე კატეგორიულად უარყოფს. იგი აცხადებს, რომ მათ, ვინც უდეში კანდიდატურა მოიხსნეს, პირადად არც კი იცნობს.

„თავიანთი ბინძური კამპანიით უნდათ „ოცნებას“ ჩირქი მოსცხონ. არ ვიცი ასეთ რაღაცეებს საიდან იგონებენ“, - აცხადებს კაჭკაჭიშვილი და ამატებს, - უდეში „ოცნებას“ კონკურენტი რომ არ ჰყავს, ეს ნამდვილად ცუდია“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ მოიხსნეს კანდიდატურები სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო სუბიექტებმა
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატმა ელვარდი ზაზაძემ კანდიდატურა მოხსნა
სამცხე–ჯავახეთში კანდიდატურები 26–მა საარჩევნო სუბიექტმა მოხსნა
ბრიფინგი 'ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის' კანდიდატებთან
რატომ მოიხსნა 'ნაციონალების' მაჟორიტარმა კანდიდატურა ახალციხეში
ადიგენში არჩევნები „ოცნებამ“ მოიგო
'ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის' წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ